TOP პოლიტიკა

ეკა ბესელია „ქართული ოცნების“ დატოვებას არ აპირებს

„ჩემთვის მთავარია, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების უვადოდ გაწესების პროცესი შეჩერდა. ამასთანავე, ჩემთვის მთავარია, არ შეჩერდეს კომიტეტის საქმიანობა. ახალი წლების შემდეგ, მექნება დრო, ჩემს გეგმებზე რომ ვისაუბრო.  მე ვარ იმ გუნდში, რომლის ერთ-ერთი პირველი დამფუძნებელი ვარ“, – აცხადებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია.

ბესელია ასევე განმარტავს, რომ კომიტეტის თავმჯდომარეობის დატოვების საკითხზე კომუნიკაცია „ქართული ოცნების“ ლიდერთან, ბიძინა ივანიშვილთანაც ჰქონდა.

„პარტიის თავმჯდომარესთან მქონდა საუბარი და მაქვს კომუნიკაცია. გადაწყვეტილების მიღებამდეც მქონდა მასთან საუბარი. არ მინდა ამ თემებზე საუბარი“, – აღნიშნა ბესელიამ.

ეკა ბესელია ადასტურებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარესთან გარკვეულ საკითხებზე განსხვავებული პოზიციები ჰქონდა, თუმცა, კომიტეტის თავმჯდომარის პოსტის დატოვების გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის გამო მიიღო და არა ვინმესთან უთანხმოების გამო.

მსგავსი მასალები