მსოფლიო

“თუ ჩვენი პარლამენტი გადაწყვეტილებას მიიღებს აღადგინოს სიკვდილით დასჯა, მე მას მხარს დავუჭერ”

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მზად არის ქვეყანაში სიკვდილით დასჯა აღადგინოს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ქალაქ ერეღლიში მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ შეცდომა დავუშვით, როდესაც სიკვდილით დასჯა გავაუქმეთ. სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისას ჩვენი 251 მოქალაქე დაიღუპა. დამნაშავეები სასჯელს იხდიან, თუმცა, არ მომწონს ის ფაქტი, რომ ისინი უნდა ვკვებოთ. თუ ჩვენი პარლამენტი გადაწყვეტილებას მიიღებს აღადგინოს სიკვდილით დასჯა, მე მას მხარს დავუჭერ“, – განაცხადა ერდოღანმა.

შეგახსენებთ, რომ ერდოღანმა გააკეთა სიკვდილის დასჯასთან დაკავშირებით 2018 წელსაც მსგავსი განცხადება.

 

მსგავსი მასალები