TOP

“და აჰა ესერა მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა”- გილოცავთ მაცხოვრის ამაღლების დღესასწაულს!

მართლმადიდებელი სამყარო დღეს ამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღსრულდება.

ჩვენი გვერდი “გილოცავთ ძმანო და დანო ქართველნო მაცხოვრის ამაღლების დღესასწაულს! უფალი ამაღლდა ზეცად , “დაჯდა მარჯვენით ღვთისა და მამისა” და მოციქულებს აღუთქვა ნუგეშინისმცემელი სულიწმიდის გარდამოსვლა მამისაგან! ამ დიდი ნუგეშით გამხნევებული მოციქულები დაბრუნდნენ იერუსალიმში სიხარულითა და იმედით სავსენი. ამ საოცარი განცდის მიზეზი კი მაცხოვრის სიტყვებია, რომელიც არა მარტო მოციქულებს, არამედ თითოეულ მართლმადიდებელ ქრისტიანს იმედითა და სასოებით ავსებს::” … და აჰა ესერა მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა.” ( მათე. 28. 20)! 

მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ამაღლების დღესასწაულს აღდგომიდან მე-40 დღეს, მეექვსე კვირის ხუთშაბათს ზეიმობს. წმინდა სახარების მიხედვით, ქრისტე თავის მოწაფეებს აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ეცხადებოდა და სასუფევლის შესახებ მოუთხრობდა.

აღდგომიდან მე-40 დღეს მოწაფეები გალილეიდან იერუსალიმში ერთ სახლში შეიკრიბნენ, სადაც მათ მაცხოვარი გამოეცხადათ. იესომ შეკრებილთ აღუთქვა, რომ მალე მოუვლენდა სულიწმინდას და უბრძანა, იერუსალიმიდან არ წასულიყვნენ.

ქრისტემ შემდეგ ისინი ბეთანიის მიმართულებით გაიყვანა და ელეონის მთაზე ამაღლდა. მანამდე უფალმა შეკრებილნი აკურთხა. ვიდრე მოწაფეები ცას შეჰყურებდნენ, თეთრად მოსილი ორი კაცი ეჩვენათ. მათ შეკრებილებს უთხრეს, რომ ასევე იხილავდნენ ზეციდან მომავალ უფალს.

მსგავსი მასალები