პოლიტიკა

კახა კალაძე: გიორგი მარგველაშვილის განცხადებები საინტერესო არ არის

„გიორგი მარგველაშვილის განცხადებები საინტერესო არ არის“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ პარტიის ოფისში გამართული ბრიფინგის შემდეგ ჟურნალისტების დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„მემგონი, არ არის მარგველაშვილის განცხადებები დღეს საინტერესო“, – აღნიშნაკალაძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ განაცხადა, რომ მან ხმა მისცა ადამიანს, რომელსაც ასევე, მომავალი პოლიტიკაში აუცილებლად უნდა ჰქონდეს.

 „ხმა მივეცი ადამიანს, რომელიც ბრძოლის ველზე იარაღით გვიცავდა მტრისგან, რომელიც სასამართლო დარბაზებში იცავდა მოქალაქეებს და მათ ინტერესებს, როდესაც ისინი ილახებოდა. მე ხმას მივეცი იმას, რომ ასეთი ადამიანები უნდა იყვნენ გამორჩეული და დაფასებული და მათ უნდა ჰქონდეთ მომავალი პოლიტიკაში. თუ ეს არ მოხდება, ჩვენ პოლიტიკაში გვეყოლებიან თოჯინები, არათუ თავისუფალ პოზიციას დააფიქსირებენ და თავიანთ აზრს, არამედ იმას, რასაც მათ უბრძანებენ. ეს არჩევანი მთაწმინდელებმა აუცილებლად უნდა გააკეთონ“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მსგავსი მასალები