TOP

მეუფე გიორგი: დავიცვათ ჩვენი მომავალი თაობა ამ აღვირახსნილი კამპანიისა და ზეგავლენისაგან!

“ქვეყანაში, რომელიც გახლავთ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვდომილი და საუფლო კვართის სამკვიდრებელი, ახალმა ხატმებრძოლეობის მოძრაობამ, რომელიც ცდილობს ყოველგვარი ღვთაებრივი საწყისი ჩაკლას ადამიანებში და თავის თავში, გადაწყვიტა გენერალური შეტევა განახორციელოს ჩვენს ერზე”,- ამბობს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი (ჯამდელიანი).

 

“ერთი რამ უნდა იცოდნენ ამ უმსგავსობის ორგანიზატორებმა და ხელშემწყობებმა – ერი ამას არ დაუშვებს!

ნუ შეეცდებით ხალხის მოთმინება გამოსცადოთ,რომელიც ერთხელ უკვე იწვნიეთ თქვენს თავზე, ნუ გაჯიუტდებით თქვენს ქმედებებში, ჩვენ გვებრალებით და არ გვძულხართ, მოდით ქრისტეს ეკლესიაში, მას შესწევს თქვენი სულიერად დახმარება. ეკლესიას აქვს იმის უნარი, რომ თუ თქვენ მოინდომებთ და შეინანებთ, განიკურნოთ ამ უმძიმესი სენისაგან, რომელიც ასე სტანჯავს თქვენს სულებს და იმქვეყნად გიმზადებთ საუკუნო დაღუპვას. 
ეშმაკიც კი, ამ ცოდვის წამქეზებელი, ძრწის იმ სასჯელისაგან თუ რა მოელით ამ ცოდვის ჩამდენთ.

პირადად მე მზად ვარ მივიღო ეს ადამიანები ჩემთან, ეპარქიაში და პირისპირ, გულდასმით ავუხსნა, თუ რატომ არ შეიძლება ჩატარდეს ეს მარში თუ აღლუმი ჩვენს სამშობლოში.

თუ მაინც ყურად არ იღებენ შეგონებას, მაშინ ისღა დაგვრჩენია, დავიცვათ ჩვენი მომავალი თაობა ამ აღვირახსნილი კამპანიისა და ზეგავლენისაგან”, –აღნიშნავს ეპისკოპოსი გიორგი (ჯამდელიანი) 

მსგავსი მასალები