TOP

სოსო რობაქიძე: ოქრუაშვილის პარტიას მარტივ მამრავლებად დავშლი!

„შერატონ მეტეხი პალასში“ იქ, სადაც რამდენიმე წუთში ირაკლი ოქრუავილის პოლიტიკური მოძრაობის პრეზენტაცია უნდა გაიმართოს, ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე მივიდა.

მისი განცხადებით, ირაკლი ოქრუაშვილი მისი შვილის საქმეში მთავარი დამნაშავეა და არ მისცემს უფლებას, რომ პოლიტიკაში დაბრუნდეს.

„ოქრუაშვილს, სააკაშვილს და ამ ხალხს არ უნდა ჰქონდეს არანაირი შანსი, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ, ეს ხალხი ციხეში უნდა იჯდეს. მკვლელი უნდა იჯდეს ციხეში. მე გავაცოცხლებ მოძრაობას „გადაარჩინე სიცოცხლეს“ და დავანახებ ყველას, რომ რასაც ისინი შეცდომას ეძახიან, დანაშაულია. არ ვაცლი, პარტიასაც დავუშლი მარტივ მამრავლებად. კრიმინალები მოდიან“, – აცხადებს რობაქიძე.

 

მსგავსი მასალები