TOP

ნოეს და ჯანეტის პომპეზური ქორწილი შოუბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად

ცნობილი ტელეპროდუსერი ნოე სულაბერიძე და “მის საქართველო” 2011 ჯანეტ ქერდიყოშვილი დაქორწინდნენ. წყვილმა ჯვარი სამების ტაძარში დაიწერა და ქორწილი რესტორან “ბაგრატიონში” გადაიხადეს, სადაც უამრავმა ცნობილმა სახემ მოიყარა თავი.

წყვილმა ქორწილისთვის, რამდენიმე სტილის ტანსაცმელი მოირგო. თავდაპირველად ტრადიციული სამოსით გამოჩნდნენ, ჯანეტს ძალიან ლამაზი და განსხვავებული საქორწინო კაბა ეცვა და თავზე გვირგვინი ეკეთა, ნოე კი თეთრ ჩოხაში იყო გამოწყობილი.


ჯანეტის მეგობრებმა ერთი სტილის კაბები მოირგეს, რომლებზეც ქართულმა ბრენდებმა Dalood და Elosh იზრუნეს. ნოეს მჯვარეებმა კი ჩოხები მოირგეს.

ნოეს მეჯვარეები დეტექტივი გია ბესელია, გოგიტა ზაქრაძე და ირაკლი მაქაცარიაა, ხოლო ჯანეტის მეჯვარეები საზოგადოებისთვის არც ისე კარგად ნაცნობის სახეები იყვნენ.


პატარძალი რესტორანში, ხელის მოწერის ცერემონიალზე მამამ მიიყვანა. წყვილმა სპეციალურად ქორწილისთვის დადგმული ცეკვა შეასრულა.

ჯანეტმა წინა საქორწინო წვეულება 6 ივნისს სასტუმრო სტამბაში მოაწყო, წვეულების ორგანიზების პროცესში ჯანეტის მეგობრებთან ერთად L’Officiel Austria  გამომცემელი ანნა ვერგალსკაია და “მის ინდონეზია” ანინდა პუტრიც აქტიურად იყვნენ ჩართულები.

ქორწილს შოუბიზნესის უამრავი წარმომადგენელი ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ: ნინი ბადურაშვილი, ქრისტინე იმედაძე, სალომე ღვინიაშვილი, ირაკლი მაქაცარია, ანრი ჯოხაძე, ნინო კუზანოვი, გუგა კუზანოვი, დალი ჩიტალაძე, სალომე ბაკურაძე, დათუნა მგლაძე, სოფო ნიჟარაძე, გიორგი გასვიანი, გია ჯაჯანიძე, ნინო ჩხეიძე და სხვები. რამდენიმე მათგანმა კი  სიმღერები შეასრულეს.

მსგავსი მასალები