სხვადასხვა

როგორ გავრეცხოთ ფეხსაცმელი სარეცხ მანქანაში სწორად!

სარეცხ მანქანაში ფეხსაცმლის გარეცხვა უკვე ჩვეულებრივი მოვლენა გახდა, მაგრამ ხშირად არასწორი რეჟიმი ფეხსაცმელს ანადგურებს.

აი, რა უნდა იცოდეთ, რომ მსგავსი უსიამოვნება თავიდან აიცილოთ!

ხშირად ფეხსაცმლის მწარმოებლები მის სარეცხ მანქანაში გარეცხვას ეწინააღმდეგებიან, რომ ხარისხთან დაკავშირებული პრეტენზიები თავიდან აიცილონ. თუმცა პროცესის სწორი ორგანიზების შემთხვევაში ფეხსაცმელს არაფერი მოუვა. თქვენ უნდა გახსოვდეთ, რომ:

ქსოვილის ზედაპირის მქონე ფეხსაცმელი (კეტი, ბოტასი, ბალერინა და ა.შ.) შესანიშნავად ირეცხება, ამასთან შეგიძლიათ ჩვეულებრივი ფხვნილით ან გელით გარეცხოთ.

ტყავის ფეხსაცმლისთვის დაგჭირდებათ საშუალება, რომელიც სპეციალურად ტყავის და ბეწვის გასარეცხად არის განკუთვნილი, ამასთან წყლის დამარბილებელი საშუალება უნდა გამოიყენოთ. ასე არა მხოლოდ მის ეფექტურობას გაზრდით, არამედ თქვენს სარეცხ მანქანას დაიცავთ.

როგორ მოვამზადოთ ფეხსაცმელი რეცხვისთვის

შეამოწმეთ, ფეხსაცმელს შეკეთება ხომ არ სჭირდება, რომელიმე დეტალი ამძვრალი ხომ არ არის, რადგან რეცხვის დროს დეფექტი იზრდება და ფეხსაცმელი შეიძლება დაზიანდეს.

 

ფეხსაცმლის სარეცხ მანქანაში ჩადებამდე:

  1. ფეხსაცმლის ძირს ჭუჭყი და კენჭები მოაშორეთ, ხოლო ლანჩა კარგად გარეცხეთ;
  2. ყველა ელვა და ღილი შეკარით.
  3. ღაბაში და თასმა გამოაძვრეთ – ღაბაში სჯობს საპნიან ხსნარში ჯაგრისით ხელით გარეცხოთ.

 

რეცხვის რეჟიმი

სჯობს თითოეული წყვილი ფეხსაცმელი ცალ-ცალკე გარეცხოთ, მაქსიმუმ შეგიძლიათ ორი წყვილი ჩადოთ. ეს იმით აიხსნება, რომ ბევრი მძიმე ფეხსაცმელი სარეცხი მანქანის მექანიკურ დაზიანებას იწვევს: მინის გატეხვა, ნიჟარის დაზიანება და ა.შ. სწორედ ამიტომ გაწურვის რეჟიმზე უარი თქვით: მძიმე ფეხსაცმელმა ძლიერ ვიბრაციისთან კომბინაციაში შეიძლება მანქანა სრულად დააზიანოს.

რეცხვა სპეციალურ „ფეხსაცმლის“ რეჟიმში უნდა მოხდეს. თუ ასეთი რეჟიმი არ გაქვთ, მაშინ „დელიკატური რეცხვა“ აირჩიეთ, ამასთან წყლის ტემპერატურა 30 გრადუსზე მაღალი არ უნდა იყოს. სასურველია, რომ ფეხსაცმელი სპეციალურ ყუთში ან ძველ ქისაში იდოს. თუ ამ წესებს დაიცავთ, ფეხსაცმელი რეცხვის შემდეგ ახალივით იქნება.

 

როგორ გავაშროთ გარეცხილი ფეხსაცმელი სწორად

თუ გარეცხილი ფეხსაცმლის გაფუჭება არ გსურთ, საშრობ მანქანაში არავითარ შემთხვევაში არ გააშროთ, არც გამათბობლის და ბატარეას გვერდით – მაღალი ტემპერატურა ფეხსაცმლის დეფორმაციას იწვევს. სჯობს სუფთა ჰაერზე გააშროთ, ხოლო წლის ცივ სეზონზე უბრალოდ ოთახის ტემპერატურაზე, კარგი ვენტილაციის მქონე ოთახში.

 

წყარო: alltime.ge

მსგავსი მასალები