Face-ამბები

ბაკურ სვანიძე: გაინტერსებთ ეს ამბები დეტალებში? ისე, ზღაპრად კი არა, თავისი მოწმეებით და ყველაფრით!

„მოდით და მკითხეთ! მე ვარ ის კაცი, ვინც მარტო შევიდა “ქართუს” 11-ე სართულზე… ლუბა მანდ ერთი კვირის მერე მოვიდა“, – ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს.

 

„პატივცემულო “ქართული ოცნების” შეფებო და სხვანო! ახლა რომ არის ერთი ამბავი ლუბა ელიაშვილზე და “ინფო 9”-ზე, ვიღაცეები რაღაცეებს ყვებიან, ვიღაცეებს რაღაცეები აქვს ყურმოკრული და “ასე თქვესო” – გაიძახიან… ნეტავ, მართლა გაინტერესებთ რამე?

გაინტერსებთ საიდან მოვიდა მაგ სააგენტოს პროექტი?გაინტერესებთ მერე ეს პროექტი “ჩერეზ ვისით” შევიდა ბიძინა ივანიშვილთან? გაინტერესებთ მე, როგორც მაგ პროექტის თანაავტორი როგორ მომტეხა თავისი ჭკუით თავიდან ლუბამ? მერე რომ მიხვდა ვერ იზამდა ვერაფერს, რადგან უვიცი და აფერისტია, მაინც რომ ვერ მომტეხა და “ბოდიშებით” მიმაბრუნა ორ კვირაში? ოღონდ უკვე იქ თავისი დაიკო დამახვედრა გენერალურ დირექტორად დანიშნული, არადა პროექტის საწყის ეტაპზე “მანანიკო” უბრალოდ “იქნებ სადმე ჩავსვათ კაი გოგოა” – იყო და მეტი არაფერი… ასევე მისი 20 წლის  ძმიშვილი “მთავარ პროდიუსერად” როგორ დანიშნა, მთელი მისი შვილის საძმაკაცო რაღაც გამოგონილ “შტატებზე” როგორ აიყვანა… გაინტერესებთ ეს? გაინტერესებთ მერე როგორ მელაქუცებოდა,  რადგან მიხვდა ვერაფერს გააკეთებდა უჩემოდ? “ვაიმე, ბაკურ, ხომ არ ჩავისვრით? გადაირევა შეფი! ჩემი მილიარდერი ძმაკაცი!” – და იქვე ბოდიშს მიხდიდა, “მაშინ შეფთან როგორ ვერ შეგიყვანეო” – ანუ პროექტის ბიძინასთვის წარდგენაზე ორივე უნდა ვყოფილიყავით – ასე ვიყავით შეთანხმებული!  და უბრალოდ მომტეხა! “უცებ შემიყვანეს და ვეღარ მოვასწარი შენთვის დარეკვაო” – ეს ზღაპარი მომიყვა…

გაინტერესებთ ეს ყველაფერი?

მერე, როცა “ინფო 9” ფეხზე დადგა, როცა თავისი საქმე მაგრად გააკეთა ამ სააგენტომ და სახელი გაითქვა -როგორ მიითვისა ყველაფერი, როგორ აბოლებდა ბიძინას – “იქ სულ არაპროფესიონალები მყავს და ვაიმე, მოვკვდი ისე ვიღლებიო” – არადა სწორედ თავად არ აკეთებდა არაფერს და სწორედ მისი მოყვანილი კადრები იყვნენ არაპროფესიონალები და “ნაცების” შემოგზავნილები! გაინტერესებთ როგორ აშკარა გახდა მისი კავშირი “ნაცებთან” და მიზანმიმიმართული ნგრევა “ინფო9”-ის და “ტვ9”-ის? ეს ტელევიზია რომ გადააბარეს მაგას, მაგ დროისთვის უკვე ვიცოდი რა ნაგავიც იყო და ეს “ზევით” ანუ “ქართუს” მაშინდელ უფროსებთან ნათქვამიც მქონდა! ამიტომ არ წამიყვანა მე “ტვ-9”-ზე… და მოგვიანებით, იმდენი იჩალიჩა, რომ ჩემი პატარა გუნდიანად “ინფო 9”-დანაც გამიშვა… სხვათა შორის “ადვოკატ” შავგულიძეს რეებიც ჰქონდა მიქარული და რაშიც ჰქონდა ფული აღებული გირგვლიანის ამბავში, რასაც ჩემი ყურით ვუსმინე შემთხვევით, ეგეც ვუთხარი მაშინ მე ბიძინას უახლოეს გარემოცვას! 2013 წელს! მაგრამ, ეტყობა “დაბოღმილად” ჩამთვალეს…

გაინტერესებთ, თავიდან მე რომ უნდა ვყოფილიყავი”ინფო9″-ის გენერალური დირექტორი და აი, იმ “მოტეხვა-დაბრუნების” შემდეგ როგორ მითხრა, – “ვაიმე უკვე დავნიშნე მანანიკო და მოდი შენ ტექნიკურ დირექტორად დაგნიშნავ ფორმალურად, ხომ არ გაბრაზდებიო?” – მე კი ამაზე მხოლოდ იმიტომ დავთანხმდი და ხმა არ ამოვიღე, რომ “ნაცები” და მიშა იყო მოსაშორებელი! ეს იყო მთავარი საქმე და კინკლაობა უბრალოდ არ ვიკადრე!

 

გაინტერსებთ “ოცნების” ბოსებო ეს ამბები დეტალებში? ისე, ზღაპრად კი არა, თავისი მოწმეებით და ყველაფრით! სხვათა შორის, ამ მოწმეთაგან ზოგიერთი თქვენივე სპეცსამსახურების მაღალი ჩინებია დღესაც! მოდით და მკითხეთ! მე ვარ ის კაცი, ვინც მარტო შევიდა “ქართუს” 11-ე სართულზე, ცარიელ ოთახებში და “ინფო9” -ის აწყობა და გამართვა დაიწყო! ლუბა მანდ ერთი კვირის მერე მოვიდა და გაუხარდა ყველაფერი გაკეთებული რომ დახვდა…

გაინტერსებთ ეს პატივცემულებო? თუ, უბრალოდ ისევ ფორმალურად ატრაკებთ?“

 

მსგავსი მასალები