სამართალი

რუსთავში, ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს

რუსთავში, მე-20 მიკრორაიონში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში 35 წლამდე ასაკის ქალი გარდაცვლილი იპოვეს.

წინასწარი ინფორმაციით, ქალი სადილს ამზადებდა, რა დროსაც შეუძლოდ გახდა. სახლში მისულ მეუღლეს კარი შიგნიდან ჩაკეტილი დახვდა. მან სამაშველო ჯგუფი გამოიძახა. კარის გაღების შემდეგ კი, სამზარეულოში მეუღლე უგონო მდგომარეობაში ნახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

მსგავსი მასალები