Face-ამბები

მოდელი ნინი ნებიერიძე  ყაზბეგში, ვეტრმფრენში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

ბიზნესმენ თემურ უგულავას ცოლი, მოდელი ნინი ნებიერიძე  ყაზბეგში, ვეტრმფრენში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

ეს სწორედ ის ვეტრმფრენია, რომელმაც ყაზბეგში ავიაკატასტროფა განიცადა.

ვერტმფრენი სასტუმრო “რუმსს” ეკუთვნოდა, ხოლო სასტუმრო თემურ უგულავას მფლობელობაშია.

შეგახსნებთ, ყუროს მთასთან, დღეს დილით, სასტუმრო “რუმს ჰოტელის” ვერტმფრენი ჩამოვარდა. ავიაკატასტროფას სამი ადამიანი ემსხვერპლა: პილოტი ილია ბაიდაშვილი, პილოტის დამხმარე – კოტე საცერაძე და სასტუმროს თანამშრომელი თორნიკე მოსიაშვილი.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, ვერტფრენს ტექინსპექტირება გავლილი ქონდა და მას მაღალი კლასის პილოტი მართავდა.

 

მსგავსი მასალები