რეცეპტები

მარწყვის და ბანანის ძალიან მარტივი ტირამისუ

ინგრედიენტები
  • მარწყვი – 200 გ
  • კრემისებური ხაჭო – 500 გ
  • შავი შოკოლადი – 50 გ
  • მოდუღებული ყავა – 2 ს/კ
  • ბანანი – 2 ცალი
  • სავოიარდის ბისკვიტები – სურვილსამებრ
მომზადების წესი:

დაჭერით ბანანა და მარწყვი – გარდა ერთი-ორი კენკრისა, რომელიც მოსართავად დაგჭირდებათ.

ბლენდერით ან მიქსერით ათქვიფეთ ხაჭო და ბანანი კრემის კონსისტენციის მიღებამდე.

დაუმატეთ 2 ს/კ მოდუღებული და გაგრილებული ყავა. დაჭრილი ბანანის 1/3 გაანაწილეთ გამჭვირვალე ჭურჭლის ფსკერზე, ზემოდან დაალაგეთ დაჭრილი მარწყვის 1/3, შემდეგ გაანაწილეთ ხაჭოს კრემი, მოაყარეთ გახეხილი შოკოლადი… ასე გააგრძელეთ კიდევ ორი ფენა. ბოლო ფენა ხაჭო და გახეხილი შოკოლადი უნდა იყოს. ზემოდან მორთეთ მარწყვით.

შედგით მაცივარში მინიმუმ 4 საათით, აჯობებს მთელი ღამით.

რჩევა: შეგიძლიათ ფენებს შორის ყავაში დამბალი სავოიარდის ბისკვიტებიც დაუმატოთ.
წყარო: gemrielia.ge

მსგავსი მასალები