პოლიტიკა

ბექა ნაცვლიშვილი: სერგენკო კლანური დაპირისპირების მსხვერპლია

“დავით სერგენკო, ჩემი აზრით, არის კლანური დაპირისპირების მსხვერპლი”, – ასე აფასებს ბექა ნაცვლიშვილი დავით სერგეენკოს შესაძლო გადადგომის ფაქტს.

 

„გამომდინარე იქიდან, რომ მას ჰქონდა სხვა პოლიტიკოსებზე მაღალი რეიტინგი, გასაკვირია მისი გადაყენება, მაგრამ ზოგადადაც მისი საქმიანობის შეფასება, ჯანდაცვისა და სოციალური კუთხით, შეიძლება როგორც მეტწილად- არანაყოფიერი. სერგეენკოს ჩაუვარდა საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმა და იძულებული გახდა ქვეყანა კვლავ მიზნობრივი ჯანდაცვის მოდელზე გადაეყვანა”, – აცხადებს ნაცვლიშვილი.

 

დამოუკიდებელი დეპუტატი მინისტრის საქმიანიბას შვიდი წლის განმავლობაში უშედეგოს უწოდებს და ამბობს, რომ მიუხედავად ამისა, მისი გადაყენების მოტივი მმართველ პოლიტიკურ გუნდში არსებული კლანური დაპირისპირება შესაძლოა გახდეს.

 

მსგავსი მასალები