პოლიტიკა

სოსო ცინცაძე: პარლამენტის თავმჯდომარის ადგილს დავით სერგეენკო დაიკავებს

პოლიტიკის ექსპერტი სოსო ცინცაძე “2020NEWS“-თან აცხადებს, რომ ჯანდაცვის მინისტრი, რომელსაც სავარაუდოდ, პოსტიდან უახლოეს დღეებში გადააყენებენ, პარლამენტის თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს.

“2020 წლამდე “ქართული ოცნება“ ცდილობს, ნაკლებად რეიტინგული კადრები თავიდან მოიცილოს ან გადამალოს.

შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობას, რომელიც გათავისუფლდება, ირაკლი კობახიძე გადაიბარეს.

კობახიძის ადგილს კი ლოგიკურია, რომ უფრო სოლიდური ადამიანი, დავით სერგეენკო დაიკავებს“,- განაცხადა სოსო ცინცაძემ.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციების მიხედვით, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, თანამდებობას ტოვებს.

 

მსგავსი მასალები