Face-ამბები

პეტრე კოლხი: აქ არ დავწერ რეები აქვს მიქარული…

„გზა რომელიც აირჩიეთ, ჩიხში შევიდა… ამას არ ასწავლის წმინდა წერილი, არც ეკლესია“, – ასე აფასებს დეკანოზი პეტრე კოლხი ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებებს და მის მიერ დაანონსებულ კამპანიას ლგბტ თემი წინააღმდეგ.

მამა პეტრეს ამ მოსაზრებას სოციალურ ქსელში მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდნენ. სასულიერო პირს, გაახსენეს დავით აღმაშენებლი, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. ამის საპასუხოდ პეტრე კოლხი წერს:

„უნდა გავაპროტესტოთ (თბილისი პრაიდი), მაგრამ ცივილური ფორმით“. 

“დავით აღმაშენებელი, როგორც ადამიანი ხშირად დაუნდობელი და უხეში იყო… ამიტომაც დაწერა მან ,,გალობანი სინანულისანი”, აქ არ დავწერ, რეები აქვს მიქარული… ისტორიკოსი ვარ და დეტალურად მაქვს წყაროებში წაკითხული“, – პასუხობს მამა პეტრე კოლხი კრიტიკოსებს.

 

მსგავსი მასალები