Face-ამბები

“ბატონო ლევან, გარდა იმისა, რომ სახარებას გვერდი აუარეთ, რაინდულ სულს და ჰუმანიზმს უღალატეთ…”

ბატონო ლევან, გზა რომელიც თქვენ აირჩიეთ, ასცდა ქრისტიანობას და ჩიხში შევიდა”, – ასე მიმართავს სოციალურ ქსელში პეტრე კოლხი ლევან ვასაძეს

“ბატონო ლევან, გზა რომელიც თქვენ აირჩიეთ, ასცდა ქრისტიანობას და ჩიხში შევიდა… ამას არ ასწავლის წმინდა წერილი, არც ეკლესია… ეს თქვენი მიდგომა და დამოკიდებულებაა… თქვენ ცოდვასთან ერთად ებრძვით ცოდვილს და საერთოდ დაგავიწყდათ, ქრისტეს ჰაერში აღმართული მკლავი, საზოგადოებისგან განწირულ დედაკაცს რომ გადაეფარა…

ბატონო ლევან, არ მინდა ვინმეს ეგონოს, რომ ეს არის საეკლესიო ცხოვრების პოზიცია და ისედაც დაბნეული მოსახლეობა უფრო მეტად დააბნიოთ… თქვენ დღეს უამრავი ახალგაზრდის გული სამუდამოდ დაკარგეთ და აგრესიულ, ძალადობით გაჯერებულ ფრთას სითამამე შემატეთ…
ბატონო ლევან, გარდა იმისა, რომ სახარებას გვერდი აუარეთ, რაინდულ სულს და ჰუმანიზმს უღალატეთ…

ბატონო ლევან, თუ ნებისმიერი მდგომარეობა, რაც ღმერთს ეწინააღდგეგება, მიუღებელია, მაშინ თქვენი შეხუდულებაც ზუსტად იგივეა და ვაღიაროთ, რომ მეორე უკისურესობა აირჩიეთ პირველთან სადავოდ…
ბატონო ლევან, სულ არ მინდა ჩემმა ექვსმა შვილმა ქუჩებში ამორალიზმის პარადი იხილოს, მაგრამ არც ის მინდა, რომ თქვენ მოგისმინოთ!“ – წერს პეტრე კოლხი. 

ცნობისთვის, გუშინ ვერის ბაღში გამართულ აქციაზე, რომელიც ჰომოფობიური ხასიათს ატარებდა, ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ განაცხადა, რომ  ის დაჯგუფებებს შექმნის და დაუპირისპირდება ყველას, ვინც სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელია ან მათ უფლებებს იცავს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შს სამინისტროს ინფორმაციით, უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაწევრიანების  ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის  სამართლის კოდექსის  223-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

მსგავსი მასალები