Face-ამბები

ხათუნა ლაგაზიძე: თუ ვინმე დაზარალდა პუტინის ამ ტურისტული ემბარგოთი, ერთ-ერთი მეც ვარ, მაგრამ…

“თუ ვინმე დაზარალდა პუტინის ამ ტურისტული ემბარგოთი, ერთ-ერთი მეც ვარ. მაგრამ ვიცი, რომ ომში ვარ და ვარ ამ ქვეყნის რიგითი ჯარისკაცი”, – ცნობილი პოლიტოლოგი, სამომავლო პოლიტიკური ამბების შემფასებელი და ლექტორი ხათუნა ლაგაზიძე საკუთარ fasebook პოსტს ავრცლებს.

“პუტინმა საქართველოს ომი გამოუცხადა: ტურისტების შემოსვლის აკრძალვა შუაგულ სეზონზე ეკონომიკურად არანაკლებ დამანგრეველი შეიძლება იყოს, ვიდრე პირდაპირი სამხედრო აგრესია – ეს საშუალო და მცირე შემოსავლიანი ქართველების მოგუდვას ემსახურება. შედეგად უნდა მიიღოს უპრეცედენტო სოციალური ბუნტი, ტურისტულ შემოსავლებზე ჩამოკიდებული ასიათასობით ქართველის დაპირისპირება პროდასავლურ ვექტორთან და რუსთაველზე გასულ თავისუფლებისმოყვარე თაობასთან, დესტაბილიზაცია და ქვეყნის ჩამოქცევა.

ამიტომ, რადგან ვიცით, რომ ღია, გამოცხადებულ ომში ვართ: ერთიანობის და არა – წუწუნის და თავში ცემის დროა! რადგან ისიც ვიცით, რა მეთოდებით გვებრძვის და რისი მიღწევა უნდა, განსაკუთრებული გონიერება და პროვოკაციებზე არ წამოგება გვმართებს!

თუ ვინმე დაზარალდა პუტინის ამ ტურისტული ემბარგოთი, ერთ-ერთი მეც ვარ. მაგრამ ვიცი, რომ ომში ვარ და ვარ ამ ქვეყნის რიგითი ჯარისკაცი. და ამ სტატუსით მოგიწოდებთ: არ დავუშვათ საზოგადოების ერთმანეთთან წაკიდება, დესტაბილიზაცია და ქვეყნის ჩამოქცევა. ერთიანობის და გონიერების დროა!” – წერს ლაგაზიძე.

მსგავსი მასალები