მსოფლიო

რუსეთის სამხედრო ოლქებში დაუგეგმავი შემოწმებები დაიწყო

რუსეთის ფედერაციის ცენტრალურ სამხედრო ოლქში (მასში ერთიანდება ციმბირის, ურალის და პრივოლჟსკის მხარეები) დაუგეგმავად, შეიარაღებული მზადყოფნის შემოწმება დაიწყო.

“აღნიშნულთან დაკავშირებით, ოლქში უმაღლესი საბრძოლო ზომებია მიღებული”, – აცხადებს თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ, რომლის სიტყვებით, მოქმედებები რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ხორციელდება.

„არსებული ღონისძიება შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობის შესაფებისკენაა მიმართული, რომელიც ცენტრალური აზიის რეგიონში, სადაც მნიშვნელოვანი ტერორისტული საფრთხეები იმალება, სამხედრო უსაფრთხოებას უზრუნველყოფს“, – განაცხადა შოიგუმ.

მინისტრის თქმით, პარალელურ რეჟიმში, ანალოგიური სამხედრო მზადყოფნის მოულოდნელი შემოწმება სამხრეთ და აღმოსავლეთ სამხედრო ოლქებში (აერთიანებს სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ ოლქებს, ბაიკალს და შორეულ აღმოსავლეთს) და მაში ჩართულაი საჰაერო-სადესანტო ძალები, სამხედრო-სატრანსპორტო ავიაცია და ზოგიერთი სხვა შენაერთები.

შოიგუს სიტყვებით, შემოწმებების დროს განხორციელდება 50-ზე მეტი სხვადასხვა მასშტაბის წვრთნა, რომელთა ამოცანებში შევა მნიშვნელოვანი სახელმწიფო და სამხედრო ობიექტების თავდაცვითი ღონისძიებების უზრუნველყოფა, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა, ტერორისტული საფრთხეების აღკვეთა, უკანონო შეიარაღებული ფორმირებების განადგურება და „სხვა დესტრუქციული სამხედრო საფრთხეები“.

„მოულოდნელი შემოწმებების ერთ-ერთი ცენტრალურ მიზანს წარმოადგენს, სამხედრო ხელმძღვანელობის მზადყოფნა მართონ შეიარაღებული ძალები შესაბამისი „სამხედრო საფრთხის და კრიზისული სიტუაციების წარმოქმნისას“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

აქვე აღსანიშნავია, რომ სამხრეთ-სამხედრო ოლქის შემადგენლობაში შედის სომხეთის ტერიტორიაზე არსებული გიუმრის 102-ე სამხედრო ბაზა და ერევანთან არსებული ერებუნის აეროპორტი, რომელსაც რუსეთი კუთვნილი სამხედრო თვითმფრინავების დისლოცირებისთვის იყენებს.

მსგავსი მასალები