Face-ამბები

მთი­სა ყვე­ლაშ­ვი­ლი: რა­საც ზოგი თა­ვი­სუფ­ლე­ბას ეძა­ხით, ეგ თა­ვი­სუფ­ლე­ბა მთა­ში გარ­ყვნი­ლე­ბა და სი­ბილ­წეა

ად­გი­ლობ­რი­ვი მთი­სა ყვე­ლაშ­ვი­ლი “ფე­ის­ბუ­ქის” პი­რად გვერ­დზე Mountain Set მომ­ხდარ მოვ­ლე­ნებს ეხ­მა­უ­რე­ბა და ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებს:

“მოკ­ლედ ბევ­რი ვი­ხუმ­რე, ბევ­რი გა­ვერ­თე, თუმ­ცა რე­ა­ლუ­რად ხუმ­რო­ბად არ გვაქვს საქ­მე, ხალ­ხო… ბევ­რჯერ მით­ქვამს და კი­დევ ერთხელ გა­ვი­მე­ო­რებ, მთას­თან მეტი სიფრ­თხი­ლე და მო­რი­დე­ბაა სა­ჭი­რო, ვი­ტყვი იმა­საც, რომ მე აქ არ დავ­ბა­დე­ბულ­ვარ და აქ არ გავზრდილ­ვარ, თბი­ლი­სე­ლი ვარ წლე­ბის წინ ქა­ლა­ქი­დან წა­მო­სუ­ლი, არც ქა­ლა­ქი მიკ­ვირს და არც ევ­რო­პა აზია, სა­ზღვარ­გა­რე­თიც მოვ­ლი­ლი მაქვს და კარ­გად ვიცი, სად რა ხდე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, მა­ინც იქ ავირ­ჩიე სამ­ყო­ფე­ლი, სა­დაც წე­სე­ბია, სა­დაც ადა­თე­ბია და სა­დაც ტრა­დი­ცი­ე­ბია… რა­საც ზოგი თა­ვი­სუფ­ლე­ბას ეძა­ხით, ეგ თა­ვი­სუფ­ლე­ბა აქ, მთა­ში გარ­ყვნი­ლე­ბა და სი­ბილ­წეა… კა­ზან­ტი­პი, ელექტრო­ნუ­ლი მუ­სი­კის ფეს­ტი­ვა­ლი თუ მსგავ­სი თავ­ყრი­ლო­ბე­ბი ბო­ლოს რო­გორც ვი­თარ­დე­ბა, ყვე­ლამ კარ­გად ვი­ცით, აკი გვაქვს მთა­ში გა­მოც­დი­ლე­ბა მა­გის… ყვე­ლამ კარ­გად იცის, რო­გორ გან­ვი­თარ­და მოვ­ლე­ნე­ბი შარ­შან ყაზ­ბეგ­ში, გვე­ლე­თის ჩანჩქერ­ზე მსგავს შეკ­რე­ბა­ზე… იყო უზო­მო სმა, ორ­გი­ე­ბი, ნარ­კო­ტი­კე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ ახალ­გაზ­რდე­ბი გა­უ­გო­ნარ საქ­ცი­ე­ლებს სჩა­დი­ოდ­ნენ – კლდე­ე­ბი­დან მაშ­ვე­ლებს ჩა­მოჰ­ყავ­დათ, ბილ­წავ­დნენ ხა­ტის­კა­რებს, ნი­შებს, არ­ბევ­დნენ სა­ლო­ცა­ვებს, სა­დაც მთი­ე­ლე­ბი ხა­ტო­ბებს მარ­თა­ვენ ხოლ­მე, სექ­სით იყ­ვნენ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი ყვე­ლა ხის ძირ­ში და ამას ყვე­ლა­ფერს ვუ­ყუ­რებ­დით ჩვენ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბიც და ტუ­რის­ტე­ბიც… აქ მთა არის, გე­ნაც­ვა­ლეთ, მთა, რო­მელ­მაც აქამ­დე მო­ი­ტა­ნა ყვე­ლა­ფე­რი, რი­თიც ახლა ასე მიმ­ზიდ­ვე­ლია დამ­თვა­ლი­ე­რებ­ლე­ბის­თვის…

რაც შე­ე­ხე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვებს, ჩვე­ნი ბი­ჭე­ბი სხვა მო­რა­ლით და სხვა შეგ­ნე­ბით იზ­რდე­ბი­ან და სხვა მენ­ტა­ლი­ტე­ტი აქვთ გენ­ში, გა­ი­გეთ ხალ­ხო, სა­კუ­თა­რის და­სა­ცა­ვად სიკ­ვდილ­ზე წავ­ლენ და არც და­ფიქ­რდე­ბი­ან, ასე რომ, მეტი და­ფიქ­რე­ბა და მეტი გო­ნი­ე­რე­ბა გმარ­თებთ, ვინც რამე სა­წი­ნა­აღ­მდე­გოს აპი­რებთ მთას­თან და­კავ­ში­რე­ბით…”, – წერს მთი­სა ყვე­ლაშ­ვი­ლი.

ყაზ­ბე­გის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რის, ალექ­სან­დრე ზა­გაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, Mountain Set: Kazbegi-ის ფეს­ტი­ვა­ლის ტე­რი­ტო­რი­ის დარ­ბე­ვის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო.

რო­გორც მერ­მა „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­დაც ფეს­ტი­ვა­ლი უნდა გა­მარ­თუ­ლი­ყო, მო­სახ­ლე­ო­ბა­სა და ფეს­ტი­ვა­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს შო­რის ინ­ცი­დენ­ტი მოხ­და, და­ზი­ან­და მუ­სი­კა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლის ჩა­ტა­რე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ტექ­ნი­კაც.

მსგავსი მასალები