სამართალი

სასამართლო მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე 14:00 საათზე იმსჯელებს

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ “ნაციონალური მოძრაობის” წევრის ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით საქალაქო სასამართლოს მიმართა.

როგორც “ცნობისფურცელს” საქალაქო სასამართლოში განუცხადეს, დღეს 14:00 საათზე მოსამართლე თემურ გოგოხია აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.

პროკურატურა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს.

საქართველოს პარლამენტმა 26 ივნისს მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნას დაუჭირა მხარი.

20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის წევრის, ნიკანორ მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.

მსგავსი მასალები