რეცეპტები

კურნავს კრუნჩხვებს, ნერვოზს, ძლიერ ნერვულ აშლილობას, ხშირ გულყრას და სხვა გავრცელებულ დაავადებებს

ყველამ როდის იცის, რომ ცაცხვის ყვავილს, რომელიც სარგებლობს დიდი პოპულარობით როგორც საიმედო ოფლმდენი საშუალება გაციებისას, შეუძლია უმკურნალოს ნერვულ დაავადებებსაც. ყველაფერი დამოკიდებულია სამკურნალო სასმელის მომზადების ხერხებზე.

მაგარი ნახარში 5 ს.კ. ცაცხვის ყვავილი 0,5 ლიტრ წყალზე აადუღეთ სუსტ ცეცხლზე 30 წუთი-ეხმარება ნერვოზს, ძლიერ ნერვულ აშლილობას, ხშირ გულყრას, კრუნჩხვებს.

ჩემი აზრით, უფრო მეტი კრუნჩხვებსაწინააღმდეგო მოქმედება აქვს ცაცხვის ყვავილების სპირტიან ნაყენს. მე მას ვამზადებ ახალი, შუადღეს შეკრებილი გამომშრალი ყვავილებისგან.
ვავსებდი ქილას სქელი ფენით, ბოლოს ზედაპირზე ვასხამდი არაყს და ვინახავდი 2-3 კვირა. ძველი ცაცხვის ყვავილი არ იძლევა საჭირო ეფექტს, სამაგიეროდ, ნაყენის შენახვა შეიძლება დიდხანს, შემდეგ მოსავლამდე.

ის უნდა დალიოთ ჩაის კოვზით დღეში 3ჯერ, ძილის წინ დოზა გააძლიერეთ 1 სუფრის კოვზამდე.
ფასდაუდებელი ცაცხვი

ცაცხვი-დამამშვიდებელი, ოფლმდენი და ხველის დამასუსტებელი საშუალებაა. განსაკუთრებით თაფლთან ერთად, ის ხსნის ნერვულ დაძაბულობას ნებისმიერ საქმეში, აძლიერებს თავდაჯერებულობას.
ყვავილებს აქვს სასარგებლო ზემოქმედება კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე, აღადგენს მადას, ათავისუფლებს დაღლილობისგან, ებრძვის ნერვოზებს და დეპრესიას, ნევრასტენიას და ჯირკვლების, დიაბეტის დაავადებებს და ბოლოს, უზრუნველყოფს გულის ნორმალურ მუშაობას.

შეგახსენებთ, რომ ცაცხვის ყვავილი გამოიყენება ფაქტობრივად მთელი მცენარე ფოთლებითურთ) არის პოპულარული ხალხური ოფლმდენი საშუალება.

იყენებენ ორთქლს ცხელი ჩაის სახით ღამით დაძინებამდე.

როგორც ოფლმდენი საშუალება ცაცხვს ყვავილს იყენებენ როგორც ცალკე, ისე ნარევებში.
შეურიეთ ერთნაირი რაოდენობის ცაცხვის ყვავილი, გვირილა, მუხის ქერქი. 1 ს.კ. ნარევი 250 მლ.  ადუღებულ წყალში ჩაუშვით> ხარშეთ 5 წუთი. გააცივეთ 1 საათი, გადაწურეთ, გამოიყენეთ ყელში სავლებად.

ბრონქიტი. შეურიეთ ერთნაირი რაოდენობის ცაცხვის ყვავილი, სამფერა იასამანი, მზიურას ფესვი, სალვია, არყის კვირტი.

მოხარშეთ 1 ს.კ. 200 მლ. ადუღებულ წყალში.

თავდახურული გააჩერეთ 30 წუთი, გადაწურეთ. გაწურეთ და მიიყვანეთ ადუღენული წყლით პირვანდელ მოცულობამდე. დალიეთ 1\3 ჭიქა 3ჯერ დღეში.

 

წყარო: add.ge

მსგავსი მასალები