Face-ამბები

ცოტნე გამსახურდია: გულანთებულო აგენტურავ, ტყავში დაეტიეთ და კაცობანას თამაშს შეეშვით!

“რაღაც გადაბრუნებული, უკუღმართი სარკეების პერიოდი გვაქვს ამ პაპანაქება ივლისში…”- წერს ცოტნე გამსახურდია საკუთარ ფეისბუკ გვერდზე

“რომელიღაც ჟურნალისტის მდაბიო ტირადის გამო რატომ უნდა შევიწუხო თავი და ჩემი ქვეყნის დაუძინებელი მტრის დასაცავად ქუჩაში გავიდე? უბრალოდ მითხარით, რა არგუმენტით? ამ ბრბოს, რომელიც ლაჩრულად, კლავიატურასთან ყოველ ცისმარე დღეს უკანასკნელი სიტყვებით აგინებს ყველას, ვისაც ხიხო და მისი მონები არ მოსწონს, დღეს პუტინის დედის მოხსენიება აშფოთებს?

სად იყვნენ, სად არიან ესენი, როცა რუსი ყოველდღე კარაქის ნაჭერივით გვაჭრის მიწას?! სად იყვნენ, როდესაც მშვიდობიან მოსახლეობას იტაცებდენ და გვიხოცავდენ?! სად ეყარნენ, როდესაც ამ ორიოდე დღის წინ ვიღაც რუსი ღორები ბრიუსელში დამცინავად გვიცხადებდნენ, რომ ვერ ვეღირსებით აფხაზეთის და სამაჩაბლოს საქართველოში დაბრუნებას?! ესენი პუტინის ტანკებს რუსული დროშებითაც დახვდებიან მალე, ბედკრულო ჩემო ქვეყანავ, რა შხამიანი რძე გაქვს ასეთი, რომ ამდენი მოღალატე გამოზარდე …

ასე რომ, ნუ მიაცვ-მოაცვამთ, გულანთებულო აგენტურავ, ტყავში დაეტიეთ და კაცობანას თამაშს შეეშვით! თქვენ სხვა მუცლის გვრემა გაქვთ, ვიცით, მიბრუნდით ბუნაგში, კარტოფილი დაგრჩათ შეუჭმელი!” – წერს ცოტნე გამსახურდია.

მსგავსი მასალები