მსოფლიო

წყალდიდობა ვაშინგტონში – დატბორილია თეთრი სახლიც

წყალდიდობის შედეგად, ვაშინგტონის ნაწილი დაიტბორა. სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, აშშ-ის დედაქალაქში რეკორდული რაოდენობით ნალექი მოვიდა.

ქუჩების ნაწილი წყალმა დაფარა. დაიტბორა ავტომობილები. წყალი ჩავიდა ვაშინგტონის მეტროშიც.

მომხდარის ამსახველი ვიდეო თვითმხილველებმა გაავრცელეს. გადაუღებელი წვიმის გამო დაკეტილი იყო მუზეუმები და სხვა ღირსშესანიშნაობები.

სტიქიის ზონაში მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების სამსახური. მაშველებს წყალში მყოფი მანქანებიდან მოქალაქეები გამოჰყავდათ.

ძლიერი წყალდიდობა იყო ვირჯინიის შტატის ქალაქ არლინგტინშიც.

მსგავსი მასალები