სამართალი

ვარკეთილში, საცხოვრებელ კორპუსში ხელყუმბარა შეაგდეს – დაშავებულია სამი ადამიანი

ვარკეთილში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხელყუმბარა შეაგდეს. შედეგად დაშავებულია სამი ადამიანი.

შემთხვევა წუხელ მოხდა. როგორც შსს-ში განაცხადეს, გამოძიება სსკ-ის 19-109 მუხლის მესამე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით დაიწყო.

„სამართალდამცველების მიერ დადგენილია დანაშაულის სავარაუდოდ ჩამდენი პირი და მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მის დასაკავებლად“, – აცხადებენ უწყებაში.

რაც შეეხება დაშავებულებს, სამივე საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათ შორის ერთს წუხელვე სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.

ექიმის განცხადებით, ყველაზე მძიმედ დაშავებულს ჭრილობები ორივე წვივისა და მარჯვენა მტევნის არეში აღენიშნებოდა, დაზიანებული ჰქონდა არამაგისტრალური სისხლძარღვები, ნერვები და კუნთები.

„პაციენტს ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაცია. მას აღენიშნებოდა ლითონის უცხო სხეულები ჭრლობების არეში. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა შეესაბამება გადატანილი ოპერაციის სიმძიმეს, თუმცა მას სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნება“, – განაცხადა ქირურგმა.

 

მსგავსი მასალები