TOP

ხათუნა ხოფერია: ალბათ, არც დამამახსოვრდებოდა, ერთ დღეს სკოლის ეზოში რომ არ მენახა 3-4 ბიჭით გარსშემორტყმული…

ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში წერს:
“გვარამიას ვუსმინე, ვუყურე და დეჟა ვუ-ს განცდა გამიჩნდა… ვიფიქრე, ვიფიქრე და ჩემი სკოლელი ბიჭი გამახსენდა… უტვინო და უწიგნური… ჭუჭყიანი ხელებით და გოგირდშემხმარი ყურის ნიჟარებით.
მოუქნელი, უფხო და უხრეხემლო. რაღაც, კვერცხის ცილის მაგვარი, ადანდალი-დანდალი ბიჭი.
ალბათ, არც დამამახსოვრდებოდა, ერთ დღეს სკოლის ეზოში რომ არ მენახა 3-4 ბიჭით გარსშემორტყმული… იდგა ამაყად, თავაწეული და იფურთხებოდა… აი, გემახსოვრებათ, კბილებშორის რომ გამოაპურჭყებდნენ ხოლმემ ხშირ-ხშირად… ის 3-4-იც რაღაცას ღნაოდა და გადმოპურჭყებას ცდილობდა… ადანდალი-დანდალის ბედნიერი და ამაყი მზერა დავიჭირე, ნახე, რა მაგარი ვარო… გულისრევის გრძნობა გამიჩნდა და თვალები დავხუჭე… ზუსტად ისე, როგორც გუშინ, გვარამიას ყურებისას…..”- წერს ხოფერია.

 

მსგავსი მასალები