TOP

ლალი მოროშკინა: დიდი პროვოკაცია მზადდება! – გაქცევას ვერ მოასწრებთ და სათითაოდ ჩაგქოლავენ!

ჟურნალისტი, ლალი მოროშკინა FASEBOOK-ის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს:

“გავიგეეთ!
გავიგეთ, რომ ტუსკმა ვაჟა იცის! ჩვეულებრივი დიპლომატიური სვლაა, 
ინგლისში მეც “თუ ბი, ორ ნოთ თუ ბითი” ვიწყებ მუსაიფს.
გემს მიხედეთ, გემს!
დიდი პროვოკაცია მზადდება! 
თუ არ დაალაგეთ სიტუაცია მშიერი ბუნტი იხუვლებს ოქტომბერში,
ყველას გამოგრეკავენ ჩვენს ხარჯზე აშენებული სასახლეებიდან, თქვენს შვილებს აუჭედავენ სკოლის კარებს, გადაკეტავენ სასაზღვრო პუნქტებს, რომ გაქცევა ვერ მოასწროთ და სათითაოდ ჩაგქოლავენ!!!
ევროპელები კი კვლავ აღშფოთდებიან და მხოლოდ “მე ვიცი, რაც მოხდა წინა ზაფხულს” მიაწვებიან…” – 
წერს მოროშკინა.

შეგახსენებთ, დონალდ ტუსკი ბათუმში მიმდინარე მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში „ღირებული პარტნიორობის 10 წელი – განვლილი გზა და პერსპექტივები“ მონაწილეობს, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავს ეძღვნება.

მსგავსი მასალები