TOP

ილია მეორე: მინდა გირჩიოთ ყველას, გიყვარდეთ ერთმანეთი, ეს დიდი მადლი და ძალაა

“მინდა გირჩიოთ ყველას, გიყვარდეთ ერთმანეთი“, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა. პატრიარქი საზოგადოებას მოუწოდებს, ნაკლი ეძიონ არა სხვა ადამიანებში, არამედ საკუთარ თავში და დაიწყონ მისი გამოსწორება.

“ყველა ადამიანი გარკვეული მისიით მოდის ამ ქვეყნად. მაქვს წაკითხული ერთი ოჯახის ისტორია: მეუღლე ეხვეწება ქმარს, რომ მინდა უფრო ახლოს ვიყო შენთან, მინდა შენი ერთგული ვიყო და დამიწერე რა ნაკლი მახლავს მე, რა ნაკლი მაქვსო.
მთელი ღამე ქმარი ფიქრობდა რა დავწეროო და მთელი ღამე ვერ დაიძინა. დილას ეუბნება, ვერაფერი გამოვნახე შენში ნაკლი, მიყვარხარ ისეთი, როგორიც ხარო. მინდა გირჩიოთ ყველას – გიყვარდეთ ერთმანეთი, ოჯახი, მეუღლე, შვილები.
ეს დიდი მადლი და ძალაა. არიან ადამიანები, რომლებიც ეძებენ ნაკლს სხვა ადამიანში. სინამდვილეში თავის თავში უნდა ნახონ ნაკლი და თავისი თავიდან უნდა დაიწყოს ადამიანმა გამოსწორება”, – აღნიშნა ილია მეორემ.

მსგავსი მასალები