საზოგადოება

“მე ბებერი ვიყავი უკვე ასი წლის უკან…მე მხოლოდ ერთი ნაოჭი მაქვს და იმაზეც ვზივარ”

ამ ქალბატონმა იცოცხლა 122 წელი და 164 დღე. იცნობდა ვან გოგს. 85 წლის ასაკში ისწავლა ფარიკაობა. 100 წლისა პირველად დაჯდა ველოსიპედზე, 117 წლისამ თავი დაანება სიგარეტის მოწევას.

90 წლის ასაკში დადო ხელშეკრულება 47 წლის ადვოკატთან, რის საფუძველზეც მისი სახლი სიკვდილის მერე დარჩებოდა ადვოკატს, სამაგიეროდ ადვოკატი მას ყოველთვიურად გადაუხდიდა, 10 წლის მანძილზე კი იმდენი გამოუვიდოდა, რაც სახლის ფასს შეადგენდა.

მაგრამ ბედის ირონიით, ადვოკატი არათუ უხდიდა 30 წლის მანძილზე, არამედ თავად გარდაიცვალა 77 წლის ასაკში და ფულის გადახდა კი მის ქვრივს მოუწია.(ანუ რომ არ დაგაბნიოთ..თუ თანხას რომელზეც შეთანხმდნენ გადაიხდიდა ყოველ თვიურად, ათ წელიწადში გადახდილი თანხა გაუტოლდებოდა სახლის ღირებულებას…რადგან ჟანა მოხუცი იყო ადვოკატმა იფიქრა მარე გარდაიცვლება ათ წელზე მეტი არ იცხოვრებსო…მაგრამ მან 32 წელი კიდევ იცხოვრა და ადვოკატს ჯამში იმაზე მეტის გადახდა მოუწია ვიდრე სახლი ღირდა…).

მადამ ჟანას აფორიზმები:” მე ბებერი ვიყავი უკვე ასი წლის უკან. მე მხოლოდ ერთი ნაოჭი მაქვს და იმაზეც ვზივარ. მე ღვინოზე ვარ შეყვარებული”.

120 წლის იუბილეზე როცა ჰკითხეს, როგორი იქნება მომავალი, გენიალურად უპასუხა – “ძალიან მოკლე..”

მსგავსი მასალები