რუსეთმა და სერგეი ლავროვმა პირდაპირ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, რომ ის, ვინც გავრილოვი პარლამენტიდან გამოაგდო, დასჯილიყო.

ამიტომ, რუსეთის დავალებით, მოხდა ნიკა მელიასათვის ბრალის წაყენება და რუსეთის დავალებით არის ყველა პოლიტიკური ლიდერი პროკურატურაში დაბარებული. ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ განაცხადა. მისივე თქმით, “საქართველო ვერ გახდება წიწმატის , ღვინისა და ბორჯომის მძევალი.

რუსეთთან ყოველთვის იქნება ვაჭრობა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სავაჭრო ურთიერთობები რუსეთმა შანტაჟისა და ჩვენი სუვრენიტეტის წინააღმდეგ მიმართულ იარაღად უნდა გამოიყენოს“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.

ცნობისთვის, კრემლი საქართველოს ხელისუფლებისგან ანტირუსული ისტერიის გაღვივების ზიანისა და საფრთხის გაცნობიერებას მოითხოვს. აღნიშნულის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.