Face-ამბები

“თქვენ ხართ ამორალური, უზნეო, მდაბიო ადამიანების ჯგუფი! ამ სტატიას გპირდებით არ გაპატიებთ!”

“თქვენ ხართ ამორალური, უზნეო, მდაბიო და არაპროფესიონალი ადამიანების ჯგუფი! ამ სტატიას გპირდებით არ გაპატიებთ!” –  ნინი ქარსელაძემ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, რომელშიც გაზეთ “ახალ ვერსიაში” გამოქვეყნებულ სტატიას ეხმაურება.

პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“თამამად შემიძლია ვთქვა, რომ 5 წლიდან ვიცი, ვიცნობ და ყველა ჟურნალისტთან ვმეგობრობ. განსაკუთრებული მადლობა იმ ჟურნალისტებს, ვინც წლების განმავლობაში მაღალი პროფესიონალიზმით უდგებით თქვენს საქმეს, მაგრამ ადამიანობა მაინც არ დაგიკარგავთ. ახლა რატომ ვწერ ამას. მე-2 დღეა, რაც ჩემი ძალიან მაგარი მამა მიწაში ჩავდე, არ მინდა ზედმეტი საუბარი ჩემს მდგომარეობაზე. (ალბათ ყველასთვის გასაგებია რას ვგრძნობ) მიგზავნიან გაზეთიდან ინტერვიუს ფოტოს. ჯერ გარდაცვლილ ადამიანზე სტატიას, რომ წერ მინიმუმ მისი ცხოვრება კარგად უნდა იცოდე, ან ოჯახის წევრთან უნდა გადაამოწმო ყველა დეტალი. რაც ამ გაზეთმა არ ინება, ვიღაც უცნობი ადამიანის მონაბოდი დაწერა და არავის შეუთანხმა.

გაზეთი ახალი ვერსია, რედაქტორი მაია ფურცელაძე და ჟურნალისტი არმაზ ხარძიანი.

თქვენ ხართ ამორალური, უზნეო, მდაბიო და არაპროფესიონალი ადამიანების ჯგუფი. თქვენ ვერ მოგიხსენიებთ ჟურნალისტებად, რადგან პროფესიონალ და კარგ ხალხს ამით შევურაცხყოფ.
ამ სტატიას გპირდებით არ გაპატიებთ, მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან მაგარი ბიჭი იყო მამაჩემი. სამართლებრივად მოგთხოვთ პასუხს ჩემი მკვდარი მამის სახელის, სულის და კაცობის შეურაცხყოფისთვის!!!!!

მამა, გპირდები ამ ინტერვიუს მიმცემს და დამწერს ბოლომდე ჩავყვები და შენს სუფთა სახელს ისე დავიცავ, როგორც შენ იმსახურებდი!!!!!!!”- წერს ქარსელაძე.

მსგავსი მასალები