Face-ამბები

“წადით! თორემ ჩვენ სხვა მისამართზე გაშვებაც შეგვიძლია და იმაზე ცუდად, ვიდრე ოდესმე ვინმე წასულა!”

ბლოგერი, გიორგი შავგულიძის სახელობის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გუჯა შვანგირაძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის წერილს აქვეყნებს:

„იმ ბედნიერ ევროპაში სახელმწიფოა ერთი ლიხტენშტეინი.
პატარა, ერთი ციცქნა, და რა კარგი რამ მოუფიქრებიათ, კაცო.
ამ ქვეყნის დაქირავება შეიძლება თურმე. ერთი დღე-ღამით, სულ რაღაც 70000 ევრო ღირს , სამაგიეროდ ამ ფასად 24 საათი მეფე ხარ, იმპერატორი, დიქტატორი, ღმერთი. საკუთარი ჯარი გყავს, პოლიცია, ბანკები.

კანონების გამოცემა შეგიძლია, ომის გამოცხადება, ომის დამთავრება, საკუთარ სიფათიანი ფულის გამოშვება , (ს ბანტომ, ი ბეზ ბანტა) დაჯილდოება, ქანდაკების აღმართვა, პირამიდის აგება, დაბალზამირებაც საკუთარი თავის. (შენ მუმიობა დაგშვენდებოდა,) მანამდე, საკუთარი თავისთვის რევოლუციის მოწყობა, სახელმწიფო გადატრიალება, შენს თავს დახვრეტა, შენს თავს ჩამოხრჩობა..

რაც გინდა აკეთე.

და რატო ვყვები ამას?ვაცდუნო მინდა მიშებიც, გრიშებიც. ბანკირები, მოსამართლეები, გუბერნატორები, მერები, პოლიცმეისტერები.

ხო, წადით. ეგ ფული თქვენთვის არაფერია და იქნებ იქ თქვენი ახვრული ფანტაზიები აისრულოთ, და მერე მოგწყინდეთ, ამოგივიდეთ ყელში, სულ ტკბილი ფლავიც მტერმა ჭამა, ხო?

ხო, მოგწყინდეთ იქნებ და სხვანაირად შეხედოთ ყველაფერს. წადით, თორე ჩვენ მართლა ამოგვივიდა ყელში ასეთი ცხოვრება და სხვა მისამართზე გაშვებაც შეგვიძლია და იმაზე ადრე, ვიდრე თქვენ გგონიათ და იმაზე ცუდად, ვიდრე ოდესმე ვინმე წასულა. ხოდა, წადით.
წადით, თქვენი..“, – წერს გუჯა შვანგირაძე.

 

მსგავსი მასალები