მსოფლიო

“მზა­დაა ჩემს გამო ნე­ბის­მი­ე­რი თავ­დას­ხმა მო­ი­გე­რი­ოს!”- რამზან კადიროვმა დაცვაში 6 წლის ბიჭი აიყვანა

“ჩეჩ­ნე­თის ლი­დერ­მა თა­ვის პი­რად დაც­ვა­ში 6 წლის გროზ­ნო­ე­ლი ბი­ჭუ­ნა – მა­გო­მედ ემი გა­ზი­ე­ვი და­ნიშ­ნა”, – ამის შე­სა­ხებ Газета.Ru რამ­ზან კა­დი­რო­ვის “ინ­სტრაგ­რამ­ზე” დაყ­რდნო­ბით წერს.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, მას შემ­დეგ რაც კა­დი­როვ­მა მო­ზარ­დის მშობ­ლე­ბის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ვი­დეო ნახა, სა­დაც ბავ­შვი კა­დი­რო­ვის ფო­ტოს კოც­ნის და აც­რემ­ლე­ბუ­ლი ამ­ბობს, რომ ოც­ნე­ბობს კა­დი­რო­ვის დაც­ვა­ზე და დედ-მა­მას სთხოვს, ამის უფ­ლე­ბა მის­ცენ, გა­და­წყვი­ტა, ბიჭს ნატ­ვრა აუს­რუ­ლოს.

“დღე­ი­დან აღა­რა­ფერ­ზე ვნერ­ვი­უ­ლობ. მე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი დაც­ვა გა­მო­მიჩ­ნდა – 6 წლის მა­გო­მე­დი. ბევ­რი იტყვის, რომ ის ჯერ კი­დევ ძა­ლი­ან პა­ტა­რაა სპეც­რაზ­მის­თვის, მაგ­რამ მისი ასა­კის მი­უ­ხე­და­ვად ბიჭი მა­მა­ცი და მი­ზან­და­სა­ხუ­ლია. ის მზა­დაა ჩემს გამო ნე­ბის­მი­ე­რი თავ­დას­ხმა მო­ი­გე­რი­ოს! მე ის ჩემ­თან მო­ვიწ­ვიე და ჩა­ვა­ბა­რე პი­რა­დი დაც­ვის მე­თა­უ­რის პოს­ტი. ბიჭი აღ­ჭურ­ვი­ლია სრუ­ლი ამუ­ნი­ცი­ით – გროზ­ნოს ბავ­შვთა მა­ღა­ზი­ებ­ში მის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ია­რა­ღი და ტრან­სპორ­ტია შე­ძე­ნი­ლი.

С сегодняшнего дня мне не нужно ни о чём беспокоиться. У меня появился охранник-профессионал, равных которому нет в мире. Некоторые скажут, что шестилетний Магомед-Эми слишком мал для спецназа. Несмотря на свой возраст, мальчик полон смелости, решимости и отваги. Он готов встать за меня горой и отразить любую атаку! Я наткнулся на видеоролики Магомед-Эми Газиева на просторах Интернета. Он очень хотел охранять мой покой, стать настоящим защитником и воином. Сегодня я пригласил его и принял на работу в должности командира. Региональный общественный фонд имени Героя России Ахмат-Хаджи Кадырова тут же обеспечил его полным обмундированием и амуницией. В детских магазинах Грозного закуплено всё необходимое оружие и транспорт. Курировать работу моего охранника будет помощник Главы ЧР, директор ЧГТРК "Грозный" Ахмед Дудаев. Я поздравляю Магомед-Эми со вступлением на этот важный и ответственный пост! Желаю ему вырасти большим, сильным, настоящим патриотом и защитником Отечества!

Posted by Ramzan Kadyrov on ოთხშაბათი, 24 ივლისი, 2019

ვუ­ლო­ცავ მა­გო­მედს ამ სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო პოსტს და ვუ­სურ­ვებ ნამ­დვი­ლი პატ­რი­ო­ტი და ერის დამ­ცვე­ლი გა­ი­ზარ­დოს”, – ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მე­ლიც კა­დი­რო­ვის ოფი­ცი­ა­ლურ სო­ცი­ა­ლურ გვერ­დებ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნდა.

უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი კა­დი­რო­ვის მსგავს ნა­ბი­ჯებს “უნი­ჭო პი­არს” უწო­დე­ბენ, რად­გან მა­თი­ვე ცნო­ბით, ის ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი ძა­ლა­უფ­ლე­ბის­თვის იყე­ნებს. რამ­დე­ნი­მე დღის წინ, კა­დი­როვ­მა მათ ჩეჩ­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე მუდ­მი­ვი თავ­დას­ხმის­თვის “ტე­რო­რის­ტებ­ზე უა­რე­სი” უწო­და, რაც არა მხო­ლოდ ჩეჩ­ნეთ­ში, რუ­სე­თის თით­ქმის ყვე­ლა რეს­პუბ­ლი­კა­ში მათ პირ­და­პირ მუ­ქა­რად მი­ი­ღეს.

“ეს კა­ცი­ჭი­მია ასე­თი მდა­ბიო პი­არსვლე­ბით იმ კოშ­მა­რის გა­და­ფარ­ვას ცდი­ლობს, რაც ჩეჩ­ნეთ­ში ხდე­ბა… ვი­ღა­ცე­ე­ბი წე­რენ: მო­ტივს რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, მთა­ვა­რია, კარგ საქ­მეს აკე­თებ­სო. ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს! ჯერ კარ­გად გა­ერ­კვი­ეთ, რას აკე­თებს ჩეჩ­ნეთ­ში და მერე ისა­უბ­რეთ…” – წე­რენ ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი.

“კა­დი­როვ­ცე­ბის” კვალს უნდა ვე­ლო­დოთ ყველ­გან, მთელ რუ­სეთ­ში… ჩვენ კარ­გად ვი­ცით რა დგას ასე­თი სი­ტყვე­ბის უკან. მსგავ­სი პა­თო­სი იყო 2009 წელ­საც მისი მხრი­დან, მა­ში­ნაც ტე­რო­რის­ტებს შეგ­ვა­და­რა, რა­საც ძა­ლი­ან მალე ელე­ნა ეს­ტე­მი­რო­ვას მკვლე­ლო­ბა მოჰ­ყვა… ახლა კი, კა­დი­როვ­მა ეს სი­ტყვე­ბი ისევ გა­ი­მე­ო­რა… ჩეჩ­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მუდ­მი­ვად ამ­ბო­ბენ, რომ ტე­რო­რის­ტე­ბი ყო­ველ­გვა­რი გა­სა­მარ­თლე­ბის გა­რე­შე, უკ­ვა­ლოდ უნდა გაქ­რნენ, ასე­თი­ვე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბის მი­მართ…” – აცხა­დებს უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ოლეგ ორ­ლო­ვი Кавказский Узел-თან სა­უ­ბარ­ში.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, კა­დი­როვ­მა, გროზ­ნო­ში და­სას­ვე­ნებ­ლად ჩა­სუ­ლი გო­გო­ნას შე­სა­ხებ ისა­უბ­რა, რო­მელ­საც მშობ­ლე­ბი ძა­ლით ათხო­ვებ­დნენ, მო­ზარ­დმა კი დახ­მა­რე­ბის­თვის უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლებს მი­მარ­თა.

“ეს გო­გო­ნა მოს­კო­ვი­დან ჩა­მო­ვი­და თა­ვის მშობ­ლებ­თან. ამათ კი ატე­ხეს ერთი ამ­ბა­ვი – მშობ­ლე­ბი ძა­ლა­დო­ბენ, სცე­მენ, გა­თხო­ვე­ბას აი­ძუ­ლე­ბე­ნო… ნუთუ არ შე­იძ­ლე­ბა სა­კუ­თარ შვილს ჭკუა და­ა­რი­გო? ვის უნდა შე­ვუ­თან­ხმოთ ჩვე­ნი ადა­თი და რწმე­ნა? ვინ არი­ან უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი? ტე­რო­რის­ტე­ბი ადა­მი­ა­ნებს ხო­ცა­ვენ, ისი­ნი კი მათ იცა­ვენ. ტე­რო­რის­ტებ­ზე უა­რე­სე­ბი არი­ან! ისი­ნი კი არა, ჩვენ ვართ უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი”, – ამ­ბობს ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რი.

უფრო ადრე, ჩეჩ­ნე­თის კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრმა ხოჟ-ბა­უ­დი და­ა­დევ­მა ჩე­ჩენ პოპ-მომ­ღერ­ლებს, რომ­ლე­ბიც სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გე­ლო­ბენ, მთავ­რო­ბას­თან შე­თან­ხმე­ბის გა­რე­შე სიმ­ღე­რე­ბის სა­ჯა­როდ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა და ინ­ტერ­ნეტ­გა­მოს­ვლე­ბი აუკ­რძა­ლა.

და­ა­დე­ვის თქმით, მომ­ღერ­ლებ­მა რე­პერ­ტუ­ა­რი კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს სპე­ცი­ა­ლურ კო­მი­სი­ას­თან უნდა შე­ა­თან­ხმონ, რად­გან ხში­რად მათი გა­მოს­ვლე­ბი ჩეჩ­ნეთს გა­რეთ, თუნ­დაც ქორ­წი­ლებ­ში, სა­მარ­ცხვი­ნოა და მი­უ­ღე­ბე­ლია ისე იმ­ღე­რონ და ის იმ­ღე­რონ, რო­გორც მათ სურთ. შეხ­ვედ­რა­ზე მომ­ღერ­ლე­ბი მი­ნისტრს შეჰ­პირ­დნენ, რომ სპე­ცი­ა­ლურ კო­მი­სი­ას­თან შე­უ­თან­ხმე­ბელ სიმ­ღე­რის ტექსტს აღარ იმ­ღე­რე­ბენ…

მსგავსი მასალები