“ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებიდან რამდენიმე წუთში, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული შს ან პროკურატურის თამაშრომელი, სარდაფიდან ამოვიდა და იქვე გზის პირას საპარიკმახეროში შევიდა, რომელმაც იქ მყოფ ადამიანებს განუცხადა, რომ ეროსიმ თავი მოიკლა. ამის შემდეგ გასაგები გახდა, პროკურატურა რა ვერსიის გამაგრებასაც მიჰყოფდა ხელს“, – ამის შესახებ “2020NEWS“-თან ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ის ყოფილი მფლობელის, გარდაცვლილი ეროსი კიწმარიშილის ძმამ ზურაბ კიწმარიშვილმა განაცხადა.

კითხვაზე, ეს პოლიციელი მონაწილეობდა თუ არა იმ შეთქმულებაში, რომელიც ეროსი კიწმარიშვილის გარადცველების ირგვლივ ტრიალებს? გვპასუხობს, რომ ეს შეთანხმებული ქმედების ნაწილი იყო.

“დავარქვათ შეთანხმებული ქმედება. შესაძლებელია ვიღაცებმა საქმის შეკერვის შესახებ ისაუბრეს და ერთმანეთი საქმის კურსში ჩააყენეს, არის ეს ვარიანტიც“, – განაცახდა ზურაბ კიწმარიშვილმა.

მისივე თქმით, ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეში რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი არსებობდა, რომელიც საგამოძიებო უწყებას უნდა გაეთვალისწინებინა.

“ეს საქმე სამი წლის წინ დაიხურა და მას შემდეგ, საგამოძიებო ღონისძიებები აღარ ტარდება. არსებობს რამდენიმე ფაქტი, რომლის გამოც პროკურატურას საქმე არ უნდა დაეხურა. არსებობდა უცხო პირის “დე-ენ-ემი”, რომლიდანაც ის საბედისწერო ტყვია გავარდა და რომელიც არ გამოკვლეულა. გარდა ამისა, შემთხვევის ადგილიდან მწირი ვიდეო მასალა არის ამოღებული. პროკურატურამ გამოძიება არ გაართულა იმ მიმართულებით, რომ მას დაეწყო უცხო პირებისა და დამნაშავეების ძებნა, რადგან, შესაძლოა, ის შესულიყო ჩიხში ვერ აღმოეჩინა მკვლელობის კვალი“, – განაცხდა ზურაბ კიწმარიშვილმა.

შეგახსენებთ, “რუსთავი 2”-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი საკუთარი სახლის ავტოფარეხში გარდაცვლილი იპოვეს. პროკურატურის ვერსიით, მან თავი მოიკლა. ეროსი კიწმარიშვილი დღეს 55 წლის გახდებოდა.