ოზურგეთში, საკუთარ სახლში  65 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.

დაღუპული ოზურგეთის თოჯინების თეატრის ყოფილი მსახიობი და ადმინისტრატორი გია ფარსადანაშვილია.

პოლიციამ მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დამატებით დეტალებზე ექსპერტიზა ჩატარდება.