Face-ამბები

რომან გოცირიძე: პაატა სალია ისტორიაში შევა, როგორც “რუსთავი 2”-ის მესაფლავე

“პაატა სალია ისტორიაში შევა, როგორც “რუსთავი 2″-ის მესაფლავე, მკვლელი ვინ არის, ყველამ კარგად ვიცით”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

“რუსთავი 2-ის ვიღაც ”მინორიტარმა” აქციონერმა,  მის ხელმძღვანელობას პროკურატურაში რომ უჩივლა და იქაურობას რომ აწიოკებენ ” გამომძიებლები”, ამას ყველა ჩვენი თვალით ვხედავთ. თურმე ეს არ ყოფილა საკმარისი და ახლა უკვე ქიბარ ხალვაშის მიერ დასმულმა დირექტორმა, ”ადვოკატმა სალიამაც” მიმართა პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით. 

რადგან დანაშულის ნიშნები იკვეთება და მერე მე რომ არ დამბრალდეს, რომ დანაშაული დავფარე, იძულებული ვარ, ასე მოვიქცეო. 

უნამუსო დემაგოგიაა. 

ეს კაცი ისტორიაში შევა,  როგორც რუსთავი 2-ის მესაფლავე. მკვლელი ვინ არის, ყველამ კარგად ვიცით”, – წერს გოცირიძე. 

მსგავსი მასალები