Face-ამბები

ჟურნალისტმა მანანა მანჯგალაძემ “რუსთავი 2” დატოვა

ტელეკომპანია “რუსთავი 2” კიდევ ერთმა თანამშრომელმა, მანანა მანჯგალაძემ დატოვა, რომელიც გადაცემა “Forbes კვირაში” რუბრიკა “საქმიანების” ავტორი გახლდათ.

მანანა მანჯგალაძემ facebook-ზე დაწერა, რომ დღეს უკანასკნელი ეთერი ჰქონდა “რუსთავი 2”-ში, რომელსაც უკვე მესამედ ემშვიდობება.

“დღეს ბოლო ეთერი მაქვს რუსთავი 2-ში.მესამედ ვემშვიდობები. არ ვიცი შეიძლევა ვერც ვერაფერი ვთქვა. არ არი იოლი. ჩემი სკოლაა. განსაკუთებით პირველად რომ მივედი და რ2 მიკროფონი დავიჭირე ხელში… აქ თუ არ მოხვდი მართლა ვერ წარმოიდგენ რა ჯაჟურნალისტმა მანანა მანჯგალაძემ “რუსთავი 2” დატოვადო აქვს. ვითომ ჩვეულებრივი ტელევიზია მაგრამ არა აქ თუ არ გიყვარს, არ ხარ გადადებული,არ ხარ ბოლომდე დახარჯული, თუ უკანასკნელი რესურსიც არ ჩადე ვერც გაჩერდები, ვერც იმუშავებ. კაი “სისხლისმელია”, ასეთი სისტემით ააწყვეს ჯერ საქმე და მერე ყველაფერი სხვა.

ეს ვერავინ მოშალა…შეცდომები? როგორ არ იყო. ეს ყველაზე კარგად იქაურებმა იციან. მაგრამ ესეც რუსთავიორულია შიდა საქმე გარეთ არ გამოდიოდა. ერთი სიტყვით აქ ჩაკეტავ, ჩაახშობ სხვაგან ამოხეთქვს და ისევ ” ერთი, ორი სამი, ერთი ორი სამი ტრიალებს და საქანელა ტრიალებს და ტრიალებს..” ნახვამდის”, – წერს მანჯგალაძე.

მსგავსი მასალები