“ვინ უთხრა ამ დიქტატურის ლეღვის ფოთოლს, ზედმეტად რომ ვნერვიულობ?”– ასე პასუხობს  „რუსთავი 2“ -ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია  პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებას, სადაც ის ამბობდა, რომ ნიკა გვარამიას შეუძლია, ზედმეტი ნერვიულობის გარეშე, საგამოძიებო ორგანოში მშვიდად მივიდეს და კითხვებს პასუხები გასცეს.

„და ვინ უთხრა ამ დიქტატურის ლეღვის ფოთოლს ზედმეტად რომ ვნერვიულობ? ან ჩემი დამშვიდება ვინ დაავალა ან ამის უფლება ვინ მისცა?

ზედმეტად სანერვიულოდ თქვენ გაქვთ საქმე, ქოცებო, დიქტატურის შავ სიაში რო ამთავრებთ კარიერას და ცხოვრებას.

მე რა? თუ შევალ, მალე გამოვალ. აი სხვა, შევა და ძააააააან დიიიიიდ ხააააანს ვერ გამოვა “, – წერს სოციალურ ქსელში ნიკა გვარამია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, მიღებულია სასამართლოს შესაბამისი განჩინებები, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის  კონტრაქტორი საწარმოებიდან, მათ შორის „ინტერ მედია“ და „ინტერ მედია პლიუსიდან“, გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტაციისა და ელექტრონული ინფორმაციის ამოღების თაობაზე. პროკურატურა ნიკა გვარამიას გამოკითხვას გეგმავს.