სამართალი

დიღომში ქალსა და ბავშვს მანქანა დაეჯახა – ბავშვის მდგომარეობა მძიმეა

დიღომში ქვეითად მოსიარულე ქალსა და ბავშვს ავტობომილი დაეჯახა. ორივე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, თუმცა, ბავშვის მდგომარეობა ძალიან მძიმეა.

იაშვილის კლინიკაში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ ბავშვი, დაახლოებით, 8-9 წლისაა და მისი ჯანმრთელობა უმძიმეს მდგომარეობაშია. სხვა დეტალების შესახებ კი მოგვიანებით იქნება ცნობილი.

რაც შეეხება შსს-ს, უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 

წყარო: netgazeti.ge

მსგავსი მასალები