Face-ამბები

შალვა ნათელაშვილი: ვფიქრობ სამყაროც შეიშალა… ლამის სამოქალაქო ომი ჩაღდება ამ წუთას!

ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

“მე ვფიქრობ სამყაროც შეიშალა ჭკუიდან და ამ ფონზე ჩვენ შეძლება კიდევ ყველაზე საღად გამოვიყურებით. აგერ ცხელ-ცხელი ამბავი,ყირგიზეთის ექს-პრეზიდენტს რომელმაც ძალაუფლება ნებაყოფილობით გადასცა თავის ახლობელს,მეზობელსა და თანასოფლელს თავს დაესხა ამ საკუთარი ხელდასმული მმართველის სპეცრაზმი და ლამის სამოქალაქო ომი ჩაღდება ამ წუთას.

მიზეზი ბანალურია,როგორც გაცხადდა ექსპრეზიდენტი,პირადად, ღამ-ღამობით,ჩუმად, მიდიოდა მოქმედი პრეზიდენტის სახლთან და ფანჯრებში ქვებს ესროდა. შენ რა გითხარი გორელო იოსებ ჯუღაშვილო,რამ დაგაშლევინა ასე გულქვად შენი სამშობლო და რამ შეგაქმნევინა ისტორიაში არნახული სახელმწიფოები თუ ერები ყირგიზეთი, ყაზახეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი, ტაჯიკეთი და სხვა. რას ერჩოდი ისედაც პრობლემებით სავსე სამყაროს”, – წერს ნათელაშვილი.

მსგავსი მასალები