Face-ამბები

ადვოკატი ირმა ჭკადუა თედ ჯონასს პასუხობს, რომელმაც ლევან ვასაძეს უჩივლა LGBT პრაიდის ჩაშლის გამო

ადვოკატი ირმა ჭკადუა ამერიკელ იურისტს თედ ჯონასს სოციალურ ქსელში პასუხობს, რომელმაც ლევან ვასაძეს უჩივლა LGBT პრაიდის ჩაშლის გამო.

პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“ბატონო თედ, 
ვიცი, რომ შესანიშნავად ფლობთ ქართულ ენას, ორი ათეული წელია ცხოვრობთ, მოღვაწეობთ საქართველოში და ამიტომ მოგმართავთ ჩემს მშობლიურ ენაზე.

ბატონო თედ, თქვენს სამშობლოში ამერიკის შეერთებულ შტატებში ადამიანის სიტყვის და გამოხატვის უფლება არის უმაღლეს სტანდარტზე და თქვენ საქართველოში ადამიანს უჩივით იმისთვის, რომ აქტიურად აფიქსირებს თავის აზრს?

თქვენს სამშობლოში უამრავი ფაქტია, რომელიც მიმართულია ,,ლგბტ” პროპაგანდის წინააღმდეგ და ეს თქვენთვის უცხოა?

თქვენ საქართველოს მოქალაქეების აზრს და ნებას ეძახით დანაშაულებრივ ბანდფორმირებას?

ვფიქრობ, რომ არ გაქვთ გააზრებული თქვენი საჩივრის სიტყვების მნიშვნელობა. ვფიქრობ, რომ აშკარად აცდენილი ხართ ქართულ რეალობას.

თუ ჩვენ ვსაუბრობთ დემოკრატიულ ფასეულობებზე მაშინ პირდაპირ გეტყვით, დღეს როგორც არასდროს ისე არის დაცული უმცირესობათა უფლებები და ასევე მათ წინააღმდეგ გამოხატვის თავისუფლებაც არის დაცული. ესე მუშაობს დემოკრატია.

სხვა დანარჩენი თქვენს საჩივარში არცერთი ფაქტი არ არის იურიდიულად არგუმენტირებული. მეტიც, ეს არის მიმართული ბატონი ვასაძის გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ.

როგორ იურისტი გირჩევთ, რომ შეფასებებისას იყოთ ფრთხილი და თქვენს საჩივარს დაურთოთ იურიდიული მტკიცებულებები და არა დაინტერესებული მხარის მონოლოგები.

ასევე ბატონო თედ, მე ვიცი, რომ თქვენ იყავით პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მრჩეველი 2003 წლიდან.
მე მაინტერესებს თქვენ ურჩევდით…
პრეზიდენტ სააკაშვვილის იმ სისტემურ დანაშაულებებს რომელსაც ადგილი ქონდა სააკაშვილის მმართველობის დროს.1. დამონებული და პროკურატურის. ნოტარიუსად ქცეული სასამართლო.2 პოლიტიკური პოლიცია და პროკურატურა,რომელსაც მიშა( სავარაუდოდ თქვენი რჩევით)იყენებდა როგორც ხალხის სადამსჯელოდ და ბიუჯეთის შევსების მექანიზმებად.ციხეები სადაც მორიგეობით ეძინათ ნაწამებ და ღირსება აყრილ პატიმრებს.

საქარრთველო იყო პირველ ადგიზე პატიმართა რაოდენობით.თქვენი მრჩევლობის პერიოდში დამონებული სასამართლოების მიერ გამამართლებელი გაანაჩენების რაოდენობა შეადგენდა 0,001% სტალინის დროს 10 % ხოლო ამ 0.001 % გამამართლებლის გამომტანი ორი მოსამართლიდან ერთი მიშამ ციხეში გაუშვა და მეორე საკუთარი განცხადებით სახლში.აღარაფერს ვამბობ ქუჩაში თუ ციხეებში ხელისუფლების მიერ ჩახოცილ ბიჭებზე რომლის გამოც თითქმის არავინ დასჯილა.ბატონო თედ ჩვენ არ გვახსოვს თქვენი აღშეთებული ან შეწუხებული არც ერთი განცხადება ამ ფაშისტური რეჟიმის შესაჩერებლად.რას და ვის ემსახურებოდით მაშინ?

თქვენს ქვეყანაში გაცილებით უფრო მრავლად არიან ადამიანები რომლებიც ვასაძის მსგავსად არ ემხრობიან ლგბტ ჯგუფების თარეშს იქნებ გამოგვიქვეყნოთ თქვენი განცხადებები თქვენსავე ქვეყანაში გაკეთებული სადაც მოითხოვთ მათ სისხლის სამართლებრივ პასუხისგებას.ჯერ ზემოდ. ჩამოთვლილ კითხვებზე გაგვეცით პასუხი და მერე გველაპარაკეთ დანრჩენზე. მიშას დროს არ ირღვეოდა ადამიანთა უფლებები ?

მაშინ არ იცოდით პროკურატურის მისამართი ?! თუ მაშინ ის ყველაფერი კანონიერი იყო ???

მე მაქვს გონივრული ეჭვი, რომ ვიფიქრო, თქვენ ხართ პოლიტიკური მხარე!!” – წერს ჭკადუა.

მსგავსი მასალები