პოლიტიკა

ცოტნე გამსახურდია: ნაძირალა ჭანტურია და სარიშვილი ზვიად გამსახურდიას აბრალებდნენ ამ ფრაზის ავტორობას

“ნაძირალა ჭანტურია და სარიშვილი ზვიად გამსახურდიას აბრალებდნენ ამ ფრაზის ავტორობას”, – ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილმა ცოტნე გამსახურდიამ სოციალურ ქსელში დაწერა.

ცოტნე გამსახურდიამ ტელეკომპანია „რუსთავი2“ გია ჭანტურიას შესახებ გასული სიუჟეტის გამო Facebook-ზე გააკრიტიკა.

„გია ჭანტურიაზე იყო სიუჟეტი, სადაც მისი ყოფილი დამქაშები ამბობდნენ, ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდაო, კაცო, და ინსტიტუციების მშენებლობისთვისო…

როდემდე არ უნდა დაილიოს ამ ქვეყანაში იუდების მაქებარი? როდის ზრუნავდა გია ჭანტურია ინსტიტუციებზე და ქვეყნის აღმშენებლობაზე, კიტოვანს და ქვეყნის დამანგრევლებს რუსთაველზე რომ პოლიტიკურ მხარდაჭერას აძლევდა, თუ დაკითხვებზე ხალხს რომ აწამებდა და ფეხებში ესროდა სამშობლოზე შეყვარებულ ადამიანებს, რომელთა ერთადერთი დანაშაული ის იყო, რომ ქვეყნის ნგრევა-ძარცვას და კანონიერი ხელისუფლებისთვის სროლას არ დაუჭირეს მხარი?! თუმც იუდა კაცი იყო ამათთან შედარებით!

როდის უჭერდა ჭანტურია დამოუკიდებლობას მხარს, ედეპეს რაზმები რომ ბალტინის ჯარებთან ერთად იბრძოდნენ სამეგრელოში ქართველების წინააღდეგ?!

მესმის, რომ ყველას ჰყავს შთამომავლები, ნაცნობ-მეგობრები, აგერ, ორი საათის წინ ვიღაც ახალგაზრდები ილია მეორეს ვიდეოზე ამტკიცებდნენ, ჯაბა იოსელიანი „მაგარი კაცი იყოო“. მაგრამ როდესაც გაქვს პრეტენზია პასუხისმგებლიან როლზე მედიაში ან პოლიტიკაში, რა უფლებით აპრავებ მოღალატეს, და გმობ, მაგალითად, გორის დეპუტატს ან სხვა ქოცს დღეს, რომელსაც ჭანტურიასნაირის მეათედი არ დაუშავებია ამ ქვეყნისთვის?! როდემდე ასეთი უპრინციპობა, ასეთი ათმაგი სტანდარტები?!

ხალხი, რომელმაც არ იცის მისი წარსული, ვერასდროს ააშენებს მომავალს. და ვხედავთ ყოველდღე, რომ ღალატი აქ არ ტეხავს, არაა სირცხვილი, არავინ შეიკავებს თავს მისგან, თან ცოტა მატერიალური ინტერესიც თუ მოსდევს… სწორედ ამიტომ, რომ მოღალატეს, ქვეყნის დამანგრეველს აქ არც მორალური შეფასება მისცემია და არც სამართლებრივი… ჰოდა, იმის იქეთაც წასულა ასეთი ქვე-ყანა!!!

ჰო, კიდევ, ილია ჭავჭავაძის მოძღვრება გადმოიტანა ჭანტურიამ პოლიტიკაშიო რომელი მოძღვრება, საქართველო – ქართველებისთვისო, ედეპეს პროგრამაში რომ ეწერათ? დიახ, ძვირფასებო, ნაძირალა ჭანტურია და სარიშვილი ზვიად გამსახურდიას აბრალებდნენ ამ ფრაზის ავტორობას, არადა, საკუთარი პარტიის საპროგრამო დოკუმენტში ეწერათ….“, – წერს გამსახურდია.

 

მსგავსი მასალები