Face-ამბები

ვანო ჯავახიშვილი: ჩემი მოღვაწეობა “რუსთავი 2“-ზე დასრულდა, არ გემშვიდობებით…

იუმორისტული გადაცემა “ვანოს შოუს” ავტორმა და წამყვანმა ვანო ჯავახიშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2” დატოვა.

ამის შესახებ ინფორმაცია თავად ტელეწამყვანის facebook-ის გვერდზე გავრცელდა.

“ჩემო მეგობრებო და გულშემატკივრებო მოგესალმებით მინდა საჯაროდ გამცნოთ, რომ ჩემი 16 წლიანი მოღვაწეობა ჩემთვის უსაყვარლეს არხზე „რუსთავი 2“-ზე დასრულდა. არ გემშვიდობებით, შევხვდებით მალე.

პ.ს. სხვათაშორის ტელევიზორის პულტს სხვა ღილაკიც ჰქონია “, – წერს ვანო ჯავახიშვილი.

მსგავსი მასალები