Face-ამბები

“შევ­რცხვი, მას­წავ­ლე­ბე­ლიც ვარ, ჩემი მოს­წავ­ლე­ე­ბი რას იფიქ­რე­ბენ, ეს ხომ…”

ნი­ნოწ­მინ­დის საკ­რე­ბუ­ლოს დე­პუ­ტატ­მა, ვრეჟ მუ­რა­დი­ან­მა “facebok”-ის გვერ­დზე სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის საჩ­ვე­ნებ­ლად “ლა­ი­ვი” ჩარ­თო, რო­მელ­მაც ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი გა­ამ­ხი­ა­რუ­ლა. საქ­მე ის არის, რომ ვი­დე­ო­ში დე­პუ­ტატ­მა შემ­თხვე­ვით “facebook”-ის ეფექ­ტე­ბი გა­მო­ი­ყე­ნა. ის კად­რებ­ში ხან ჯა­დოქ­რის, ხან კოს­მო­ნავ­ტის და ხან მგლის ეფექ­ტე­ბით მოგ­ვევ­ლი­ნა.

ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბის კო­მენ­ტა­რებს დე­პუ­ტატ­მა “სამ­ხრე­თის კა­რიბ­ჭეს­თან” სა­უ­ბარ­ში უპა­სუ­ხა. მას “ლა­ი­ვით” მხო­ლოდ ორ­ჯერ უსარ­გებ­ლია და ეფექ­ტე­ბის ფუნ­ქცი­ა­ზე ხელი შემ­თხვე­ვით მო­უხ­ვდა:

“სულ შემ­თხვე­ვით, ჩარ­თვის დროს თითი რა­ღა­ცა­ზე მო­მიხ­ვდა, ინ­გლი­სუ­რად ეწე­რა რა­ღაც, ვერც მივ­ხვდი რა მოხ­და, ჩემს შვილს და­ვუ­რე­კე. სა­ერ­თო­დაც მე­გო­ნა სხვა ვინ­მე რა­მეს მი­კე­თებ­და და მი­თხრა ეტყო­ბა ხელი მო­გიხ­ვდაო. შევ­რცხვი, მას­წავ­ლე­ბე­ლიც ვარ, ჩემი მოს­წავ­ლე­ე­ბი რას იფიქ­რე­ბენ, ეს ხომ მარ­თლა შემ­თხვე­ვით და­მე­მარ­თა”, – ამ­ბობს ვრეჟ მუ­რა­დი­ა­ნი.

მსგავსი მასალები