სამართალი

“ეს არის უაღ­რე­სად სკან­და­ლუ­რი საქ­მე” – ადვოკატი და იურისტები პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალებაზე

პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა მა­რი­ა­მო­ბის დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით 34 მსჯავ­რდე­ბუ­ლი შე­ი­წყა­ლა, სა­ი­და­ნაც 1 არას­რულ­წლო­ვა­ნი და 8 ქა­ლია.

შე­წყა­ლე­ბულ­თა შო­რის პო­ლი­ცი­ე­ლის მკვლე­ლო­ბის­თვის მსჯავ­რდე­ბუ­ლი რა­მაზ დე­ვა­ძის აღ­მო­ჩე­ნამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­ულ ნა­წილ­ში უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის ტალ­ღა აა­გო­რა. უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბის ნა­წი­ლი და „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბი ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას გა­უ­გე­ბარ­სა და სა­მარ­ცხვი­ნოს უწო­დე­ბენ.

2015 წლის 18 სექ­ტემ­ბერს ბა­თუ­მის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ რა­მაზ დე­ვა­ძე 22 წლის პო­ლი­ცი­ის ოფიც­რის, თა­რაშ მუ­კბა­ნი­ა­ნის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში დამ­ნა­შა­ვედ სცნო და 12 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა. გა­ნა­ჩე­ნი ძა­ლა­ში და­ტო­ვა სა­მი­ვე ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლომ.

საქ­მის მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით, 2014 წლის 27 დე­კემ­ბერს ბა­თუმ­ში, ღა­მის კლუბ “ვე­გას­ში” მუ­კბა­ნი­ა­ნი მი­სი­ვე ტა­ბე­ლუ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მოკ­ლეს. “სა­მარ­თალ­დამ­ცავ­თა დაც­ვის ლიგა” ავ­რცე­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ას სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის დე­ტა­ლე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, კლუბ­ში კონ­ფლიქ­ტი მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც ამა­ვე საქ­მის­თვის მსჯავ­რდე­ბულ­მა, ვინ­მე ბე­სიკ მა­მუ­ლა­ძემ კლუბ­ში მყოფ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მო­ქა­ლა­ქე ფი­რუ­ზა ა.-ს და უზ­ბე­კე­თის მო­ქა­ლა­ქე ილა­ჰიმ მ.-ს და­უ­წყო შე­ვიწ­რო­ვე­ბა, ხოლო პო­ლი­ცი­ელ­მა თა­რაშ მუ­კბა­ნი­ან­მა დამ­შვი­დე­ბა სთხო­ვა. ამით გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი მა­მუ­ლა­ძე და მას­თან ერ­თად მყო­ფი დე­ვა­ძე თავს და­ესხნენ და 5-6 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში და­უნ­დობ­ლად სცემ­დნენ მუ­კბა­ნი­ანს, დე­ვა­ძემ პო­ლი­ცი­ელს წა­არ­თვა კუთ­ვნი­ლი ტა­ბე­ლუ­რი ია­რა­ღი და თა­ვის არე­ში გას­რო­ლით ად­გილ­ზე მოკ­ლა.

სა­მარ­თალ­დამ­ცავ­თა დაც­ვის ლი­გის” ხელ­მძღავ­ნე­ლი ზაზა ჭაია AMBEBI.GE-თან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ მას და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში არ ახ­სენ­დე­ბა ფაქ­ტი, რო­დე­საც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში მსჯავ­რდე­ბუ­ლი პრე­ზი­დენტს სრუ­ლად შე­ე­წყა­ლე­ბი­ნოს:

“პირი გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლია გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის­თვის, ამ და­ნა­შა­ულ­მა შეძ­რა არა მხო­ლოდ შსს, არა­მედ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო. მოკ­ლეს 22 წლის ვაჟ­კა­ცი თა­ვი­სი­ვე ტა­ბე­ლუ­რი ია­რა­ღით. მა­შინ გულ­ზე მჯი­ღის ცე­მით ამ­ბობ­დნენ, რომ მკვლელს დას­ჯიდ­ნენ სა­მა­გა­ლი­თოდ და ამ დროს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის­თვის მსჯავ­რდე­ბულს იწყა­ლებს ხუთ წე­ლი­წად­ში, რო­დე­საც მას მის­ჯი­ლი ჰქონ­და 12 წელი. და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში ასე­თი რამ არ გა­მი­გია, რომ მის­ჯი­ლი ჰქონ­დეს გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის­თვის პირს და მას იწყა­ლებ­დნენ სრუ­ლად. თავი რომ და­ვა­ნე­ბოთ გარ­დაც­ვლი­ლის ასაკს, მის პრო­ფე­სი­ას, აუხ­სნე­ლია ეს ნა­ბი­ჯი, რამ გა­და­ა­წყვე­ტი­ნა მას ამის გა­კე­თე­ბა”, – აცხა­დებს ზაზა ჭაია.

პრე­ზი­დენ­ტის ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მისი პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის კრი­ტი­კაც მოჰ­ყვა.

ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის, თა­მარ ხუ­ლორ­და­ვას გან­ცხა­დე­ბით, პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, პო­ლი­ცი­ე­ლის მკვლე­ლო­ბა­ში მსჯავ­რდე­ბულ რა­მაზ დე­ვა­ძის შე­წყა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მის­თვის გა­უ­გე­ბა­რია.

“ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს” წევ­რმა, გი­ორ­გი კან­დე­ლაკ­მა პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის აღ­ნიშ­ნულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სა­მარ­ცხვი­ნო უწო­და.

“ეს არის უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შემ­თხვე­ვა. 2 შვი­ლის მამა, პო­ლი­ცი­ის 22 წლის თა­ნამ­შრო­მე­ლი მოკ­ლა “კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის” ლა­ვა­ს­ოღ­ლის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მო­იწ­ვია. როცა პო­ლი­ცი­ე­ლი გა­მო­ე­სარ­ჩლა მან­დი­ლო­სანს, მი­სი­ვე ტა­ბე­ლუ­რი ია­რა­ღით მოკ­ლა კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­როს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა. შემ­დეგ ჩვენ გვახ­სოვს, რო­გორ აპა­რებ­და მთავ­რო­ბა ამ მკვლელს სა­ზღვარ­ზე, მან სა­ზღვა­რი გა­დაკ­ვე­თა და იქ შემ­თხვე­ვით მყოფ­მა მოკ­ლუ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა და­ა­კა­ვეს ნე­იტ­რა­ლურ ზო­ნა­ში. 4 წლის შემ­დეგ მკვლე­ლი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლია. სა­ქარ­თვე­ლოს ჰყავს სრუ­ლი­ად სა­მარ­ცხვი­ნო და თა­ვის­მომჭრე­ლი პრე­ზი­დენ­ტი”, – გა­ნა­ცხა­და კან­დე­ლაკ­მა.

პრე­ზი­დენ­ტის მოქ­მე­დე­ბის მო­ტი­ვი არის ორი რამ – კო­რუფ­ცია, ან ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ ამ ადა­მი­ა­ნის მფარ­ვე­ლო­ბა სხვა­დას­ხვა მიზ­ნით, – ასე შე­ა­ფა­სა “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” წევ­რმა, რო­მან გო­ცი­რი­ძემ პრე­ზი­დენ­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

“სა­ი­დან იცო­და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა ამ ადა­მი­ა­ნის შე­სა­ხებ, ვი­ღა­ცამ ხომ მი­ა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია? ეს არის უაღ­რე­სად სკან­და­ლუ­რი საქ­მე და მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, პრე­ზი­დენ­ტმა კრი­მი­ნა­ლი, თა­ნაც პო­ლი­ცი­ე­ლის მკვლე­ლი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა არ ეკი­თხა რას აკე­თებ­და?! მისი მოქ­მე­დე­ბის მო­ტი­ვი არის ორი რამ – კო­რუფ­ცია და ვი­ღა­ცებ­მა შე­ა­ჩე­ჩეს შე­წყა­ლე­ბის­თვის ეს ადა­მი­ა­ნი, ან ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ ამ ადა­მი­ა­ნის მფარ­ვე­ლო­ბა სხვა­დას­ხვა მიზ­ნით. მი­ზა­ნი ყო­ველ­თვის ერ­თია სა­ქარ­თვე­ლო­ში, ეს არის ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი რა­ღაც გა­რი­გე­ბა იყოს იმ ადა­მი­ა­ნებ­თან, რო­მე­ლიც ამ კრი­მი­ნა­ლე­ბის ზურგს უკან დგას. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში ყო­ველ­გვარ ლო­გი­კას არის მოკ­ლე­ბუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა”, – გა­ნა­ცხა­და გო­ცი­რი­ძემ.

AMBEBI.GE და­უ­კავ­შირ­და რა­მაზ დე­ვა­ძის ად­ვო­კატს პა­ა­ტა შა­ვა­ძეს. მისი გან­ცხა­დე­ბით, სრუ­ლი­ად გა­უ­გე­ბა­რია ის აჟი­ო­ტა­ჟი, რაც მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბამ გა­მო­იწ­ვია. ად­ვო­კა­ტი მი­იჩ­ნევს, რომ პრე­ზი­დენ­ტმა სწო­რი და სა­მარ­თლი­ა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ი­ღო.

“იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ სა­სა­მარ­თლოს სა­მი­ვე ინ­სტან­ცი­ამ რა­მაზ დე­ვა­ძე დამ­ნა­შა­ვედ სცნო, ჩვენ არ ვე­თან­ხმე­ბო­დით ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და არც ახლა ვე­თან­ხმე­ბით. ძა­ლი­ან გამ­კვირ­ვე­ბია ის აჟი­ო­ტა­ჟი, რა­ტომ შე­ი­წყა­ლა პრე­ზი­დენ­ტმა დე­ვა­ძე, ის ხომ დამ­ნა­შა­ვე იყოო. დიახ, პრე­ზი­დენ­ტი იწყა­ლებს მსჯავ­რდე­ბუ­ლებს, რომ­ლე­ბიც დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი არი­ან. ეს არის შე­წყა­ლე­ბის არსი. ის არ იყო დამ­ნა­შა­ვე გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში, მაგ­რამ რად­გან გარ­დაც­ვლი­ლი იყო პო­ლი­ცი­ე­ლი და სენ­სი­ტი­უ­რი თემა იყო, ამი­ტომ მას მი­უ­სა­ჯეს გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის­თვის. სი­ნამ­დვი­ლე­ში საქ­მე ეხე­ბო­და გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით მკვლე­ლო­ბას, ჩვენ ამას ვა­სა­ბუ­თებ­დით, მაგ­რამ არ­ცერ­თმა ინ­სტან­ცი­ამ არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა ჩვე­ნი მო­საზ­რე­ბე­ბი. დე­ვა­ძეს არ სურ­და მისი მოკ­ვლა, მოკ­ვდა ის გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით. მე ამა­ში ვე­რა­ფერს ვხე­დავ სა­გან­გა­შოს, ოთხი წელი და რამ­დე­ნი­მე თვე აქვს მოხ­დი­ლი და უნდა მო­ე­ხა­და 12 წელი. მაჩ­ვე­ნონ ნორ­მა, რომ­ლი­თაც ეკ­რძა­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს 108, 109-ე მუხ­ლით მსჯავ­რდე­ბუ­ლი პი­რე­ბის შე­წყა­ლე­ბა, მას აქვს ეს უნი­ვერ­სა­ლუ­რი უფ­ლე­ბა და იყე­ნებს კი­დეც. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო სრუ­ლი­ად კა­ნო­ნი­ე­რი”, – აღ­ნიშ­ნა პა­ა­ტა შა­ვა­ძემ.

ჩვენ და­ვუ­კავ­შირ­დით გარ­დაც­ვლი­ლი პო­ლი­ცი­ე­ლის ოჯა­ხის წევ­რებს. მათ სა­ჯა­რო კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვეს, თუმ­ცა დე­ვა­ძის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა არ და­უ­მა­ლავთ.

ზო­გა­დად, შე­წყა­ლე­ბის თემა პე­რი­ო­დუ­ლად აქ­ტი­ურ­დე­ბა და ბევ­რს სა­უბ­რო­ბენ სის­ტე­მის ხარ­ვე­ზებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ სის­ტე­მა და­სახ­ვე­წია და მნიშ­ვნე­ლო­ვან ცვლი­ლე­ბებს სა­ჭი­რო­ებს. იუ­რი­დი­უ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის ცენ­ტრის – “სი ელ ეს”-ის თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, ად­ვო­კა­ტი ეკა ლო­მი­ძე AMBEBI.GE – სთან შე­წყა­ლე­ბის სის­ტე­მის პრობ­ლე­მებ­ზე სა­უბ­რობს.

“არ­სე­ბობს კონ­კრე­ტუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი შე­წყა­ლე­ბის შე­სა­ხებ, თუმ­ცა გან­მარ­ტე­ბე­ბი არის ძა­ლი­ან ზო­გა­დი. იქვე არის ერთი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სა­ყუ­რა­დღე­ბო გან­მარ­ტე­ბა, რომ პრე­ზი­დენტს შე­უძ­ლია ყვე­ლა­ნა­ი­რი პრო­ცე­დუ­რის გვერ­დის ავ­ლით შე­ი­წყა­ლოს ესა თუ ის მსჯავ­რდე­ბუ­ლი, მას შე­უძ­ლია არ და­ე­თან­ხმოს და სა­ერ­თოდ არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ეს სა­კი­თხი წლე­ბია დგას და ამ­ბო­ბენ რომ, ეს არის ჰუ­მა­ნუ­რი აქტი პრე­ზი­დენ­ტის მხრი­დან და სა­კა­ნონ­მდებ­ლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ­ბობ­და უარს და­მა­ტე­ბი­თი კრი­ტე­რი­უ­მე­ბის და­წე­სე­ბა­ზე. ერთი შე­ხედ­ვით თით­ქოს არის გა­წე­რი­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბი შე­წყა­ლე­ბის, თუმ­ცა რო­დე­საც ვხვდე­ბით ჩა­ნა­წერს, რომ მი­უ­ხე­და­ვად ამ ყვე­ლაფ­რი­სა, პრე­ზი­დენტს შე­უძ­ლია შე­ი­წყა­ლოს მსჯავ­რდე­ბუ­ლი, ეს აქარ­წყლებს ყო­ველ­გვარ რე­გუ­ლა­ცი­ას. სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბი იწყე­ბა იმის შემ­დეგ, რო­დე­საც რა­ღაც კა­ტას­ტრო­ფა მოხ­დე­ბა. მა­ნამ­დეც ვამ­ბობთ, მაგ­რამ არა­ვინ გვის­მენს. ამ ბოლო დროს ისე გა­ამ­კაც­რეს შე­წყა­ლე­ბის სა­კი­თხი, სი­ტუ­ა­ცი­ის გამო, რომ უკვე შე­საძ­ლოა სა­მარ­თლი­ა­ნად შე­სა­წყა­ლე­ბელ პირს არ იწყა­ლე­ბენ. მათ შო­რის შშმ პი­რებს, რო­მელ­თა მხრი­დან და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის რის­კი ფაქ­ტობ­რი­ვად არ არ­სე­ბობს. ვვარ­დე­ბით მე­ო­რე უკი­დუ­რე­სო­ბა­ში. არ ხდე­ბა სა­თა­ნა­დოდ ის­ტო­რი­ე­ბის შეს­წავ­ლა, ან უგუ­ლის­ყუ­როდ იწყა­ლე­ბენ, ვე­ფხი­ას (თაკო გამ­რე­კე­ლაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში მსჯავ­რდე­ბუ­ლი ვე­ფხია ბაქ­რა­ძე) უთხრეს უარი რამ­დენ­ჯერ­მე, მის საქ­მე­ში რომ ჩა­ე­ხე­და პრე­ზი­დენტს, წე­სით ის არ უნდა შე­ე­წყა­ლე­ბი­ნა, ჰქონ­და ად­მი­ნიტ­რა­ცი­უ­ლი დარ­ღვე­ვე­ბი სა­პა­ტიმ­რო­ში…”, – აცხა­დებს ეკა ლო­მი­ძე.

უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ზაზა ხა­ტი­აშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ სა­მარ­თლებ­რი­ვად პრე­ზი­დენ­ტის­თვის შე­წყა­ლე­ბის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში შეზ­რუდ­ვე­ბის და­წე­სე­ბა, არას­წო­რი იქ­ნე­ბა და არას­წო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მხო­ლოდ პერ­სო­ნა­ლურ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ზე შე­იძ­ლე­ბა სა­უ­ბა­რი.

“თუ პრე­ზი­დენ­ტი მი­ი­ღებს ისეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რო­მე­ლიც სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის იქ­ნე­ბა მი­უ­ღე­ბე­ლი, ეს იქ­ნე­ბა მისი პო­ლი­ტი­კუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი. მე ვფიქ­რობ, რომ დე­ბუ­ლე­ბით იუ­რი­დი­უ­ლად პრე­ზი­დენტს ვერ შე­ზღუ­დავ, რად­გან კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში რაც არის გა­წე­რი­ლი, იმის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ვერც დე­ბუ­ლე­ბა და ვერც კა­ნო­ნი ვერ იმოქ­მე­დებს”, – გა­ნა­ცხა­და ზაზა ხა­ტი­აშ­ვილ­მა.

წყარო: ambebi.ge

მსგავსი მასალები