სამართალი

2 დაღუპული და 15 დაშავებული – ავარია სოფელ თელეთთან

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა.

როგორც შსს-ში განაცხადეს, ერთმანეთს სამი მიკროავტობუსი და ერთი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა.

უწყების ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო.

ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

მსგავსი მასალები