TOP

გიორგი გახარიას სამთავრობო პროგრამა უკვე გამოქვეყნდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას სამთავრობო პროგრამა, რომელიც 2019-2020 წლების მთავრობის სამოქმედო გეგმაა, პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

პროგრამის სამი მთავარი, ძირითადი მიმართულება უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები, ეკონომიკური განვითარება და განათლებაა.

პარლამენტი საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობას ხვალიდან დაიწყებს.

პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას კანდიდატურა ბიძინა ივანიშვილმა დღეს წარადგინა. შს მინისტრი ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრი კი ირაკლი ღარიბაშვილი იქნება.  რაც შეეხება თავდაცვის ყოფილ მინისტრ ლევან იზორიას, ის უშიშროების საბჭოს უხელმძღვანელებს.

პარლამენტი მინისტრთა კაბინეტს ნდობას 8 სექტემბერს გამოუცხადებს.

მსგავსი მასალები