ყვითელი ამბები ყვითელი ფურცელი

“ჯვრისწერა გრემში, სუხიშვილების ცეკვა და ორი კულტურის ზეიმი წინანდალში” – ნიკა კანდელაკი ქორწილის ფოტოებსა და ვიდეოს აქვეყნებს

“ის­თერნ პრო­მო­უ­შე­ნის” ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნებ­ლის, კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლის კახა კან­დე­ლა­კის ვაჟი ამე­რი­კე­ლ მომ­ღე­რა­ლზე 11 მა­ისს და­ქორ­წინ­და. წყვი­ლმა ქორ­წი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში, წი­ნან­დალ­ში გა­და­ი­ხა­და. მა­ნამ­დე კი გრე­მის მო­ნას­ტერ­ში მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ტრა­დი­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სად, ჯვა­რი და­ი­წე­რა. ქორ­წი­ლის შემ­დეგ წყვილ­მა მოგ­ზა­უ­რო­ბა რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა­ში მო­ას­წრო. ნი­კო­ლო­ზი “facebook”-ის პი­რად გვერ­დზე ბედ­ნი­ე­რი დღის ამ­სახ­ველ ფო­ტო­ებ­სა და ვი­დე­ოს აქ­ვეყ­ნებს.

ნი­კამ და ნი­კიმ ერ­თმა­ნე­თი 2015 წლის ბო­ლოს, თბი­ლის­ში გა­იც­ნეს. არ­ტის­ტმა თბი­ლის­ში “ივენთ ჰოლ­ში” კონ­ცერ­ტი გა­მარ­თა ახა­ლი წლის ღა­მეს “ის­თერნ პრო­მო­უ­შე­ნის” მოწ­ვე­ვით.

ქორ­წი­ნე­ბამ­დე წყვილ­მა “ქორ­წი­ლის რე­პე­ტი­ცია” ამე­რი­კა­ში გა­ი­ა­რა.

ნიკ ვეს­ტი 30 წლი­საა. მას “ქალ ლენი კრა­ვიცს” უწო­დე­ბენ. უმუ­შა­ვია ისეთ ცნო­ბილ არ­ტის­ტებ­თან, რო­გო­რე­ბიც დეივ სტი­უ­არ­ტი, პრინ­ცი, ჯონ მა­ი­ე­რი არი­ან. ნი­კიმ დაკ­ვრა 13 წლის ასაკ­ში ის­წავ­ლა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად მღე­რის, ის თავს უფრო ბა­სის­ტად თვლის, ვიდ­რე მომ­ღერ­ლად. მისი პირ­ვე­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი ალ­ბო­მიც – Just in the Nik of Time – ინ­სტრუ­მენ­ტა­ლუ­რი პრო­ექ­ტი იყო.

მსგავსი მასალები