პოლიტიკა

“ზედმეტი არ მოგივიდეს და რაღაც არ შეგეშალოს“- დაპირისპირება პარლამენტში

“ზედმეტი არ მოგივიდეს და რაღაც არ შეგეშალოს“, – პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ, ვანო მაჭავარიანსა და დამოუკიდებელ დეპუტატ ლევან კობერიძეს შორის დაპირისპირება მოხდა.
საუბარი იყო დღგ-ს ანგარიშფაქტურების გაყალბების ფაქტზე, რაზეც ლევან კობერიძემ ფინანსთა სამინისტრო მწვავედ გააკრიტიკა.

„ბატონო ლევან, ამ საკითხზე თქვენი გაწიწმატების მაღალი ხარისხი ცოტა სხვა რამეს ხომ არ უკავშირდება?!  ლევან, კარგად დაიმახსოვრე, ზედმეტი არ მოგივიდეს და რაღაც არ შეგეშალოს, ამას სერიოზულად გეუბნები!“, – მიმართა ივანე მაჭავარიანმა ლევან კობერიძეს.

ვანო მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ დღგ-ს დაბრუნების მოდელი გამოვლენილ თაღლითობასთან კავშირში არ არის.

“ყველაზე მეტი თაღლითობა მსოფლიოში სწორედ აქ ხდება და ასეთი თაღლითობა, რაც დღგ არსებობს, სულ არის. გამოიკვეთა სისხლის სამართლის ცხრა სქემა. 53 ადამიანი პასუხისგებაშია მიცემული. 38 პატიმრობაში იმყოფება, რაც უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობაა. დაახლოებით 100 მილიონი ლარის ოდენობის დღგ-ს იდენტიფიცირება მოხდა, რაც გაიყინა, გაკონტროლდა და რაზეც მოვახდინეთ რეაგირება. რაზეც რეაგირება ვერ მოვახდინეთ, ეს არის წელიწადნახევრის განმავლობაში 83 მილიონ ლარამდე თაღლითური გზით მითვისებული.  მიდის სერიზული საგამოძიებო სამუშაოები. დაყადებულია დიდი ოდენობით უძრავ-მოძრავი ქონება. არ არსებობს არც ერთი პირი, ვისაც ხელს დავაფარებთ ან დავინდობთ“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მსგავსი მასალები