TOP

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილი: ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის, თუ სექ­ტის საქ­მი­ა­ნო­ბა საფრ­თხეს უქ­მნის სა­ხელ­მწი­ფოს და ჯა­რის ძლი­ე­რე­ბას

“არ მო­ვე­რი­დე­ბი და ყო­ველ­გვა­რი პო­ლიტ­კო­რექ­ტუ­ლო­ბის გა­რე­შე მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ „გირ­ჩის“,ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თუ სექ­ტის საქ­მი­ა­ნო­ბა პირ­და­პირ საფრ­თხეს უქ­მნის ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფოს და ჯა­რის ძლი­ე­რე­ბას”,  – ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­დატ­მა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა პარ­ლა­მენ­ტში, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი კო­მი­ტე­ტე­ბის სხდო­მა­ზე პარ­ტია „გირ­ჩის“ საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ღა­რი­ბაშ­ვილ­მა სა­კუ­თა­რი პროგ­რა­მის წარ­დგე­ნი­სას აღ­ნიშ­ნა, მისი უპირ­ვე­ლე­სი საზ­რუ­ნა­ვი სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რის რე­ფორ­მის დას­რუ­ლე­ბა იქ­ნე­ბა.

„გირ­ჩის“ საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე სა­უბ­რი­სას ღა­რი­ბაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ „ეს სა­ხელ­მწი­ფოს­თვის ძირ­გა­მომ­თხრე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბაა“.

„ჩემ­თვის, რო­გორც გა­რე­დან მა­ყუ­რებ­ლის­თვის ეს იყო ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლი პრო­ცე­სი. ის, რაც ამ ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­ვი­თარ­და, იყო ჩვე­ნი ერის კა­ტას­ტრო­ფა და ტრა­გე­დია. ვგუ­ლის­ხმობ პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის, „ნაც­მოძ­რა­ო­ბის“ და მათ­თან აფი­ლი­რე­ბუ­ლი წევ­რე­ბის ე.წ. „გირ­ჩის“ ინი­ცი­ა­ტი­ვას, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც, ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის, მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის პირ­და­პი­რი დეგ­რა­და­ცი­ის მცდე­ლო­ბა ხდე­ბა, რაც, ყოვ­ლად და­უშ­ვე­ბე­ლია. მე არ მო­ვე­რი­დე­ბი და ყო­ველ­გვა­რი პო­ლიტ­კო­რექ­ტუ­ლო­ბის გა­რე­შე მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თუ სექ­ტის საქ­მი­ა­ნო­ბა პირ­და­პირ საფრ­თხეს უქ­მნის ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო­სა და ჯა­რის ძლი­ე­რე­ბას.

მე არ მო­ვე­რი­დე­ბი იმის თქმას, რომ ეს არის პირ­და­პირ ძირ­გა­მომ­თხრე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო­სი. მჯე­რა, რომ ამა­ზე თქვენ­თან ერ­თად ვი­მუ­შა­ვებთ. ჩემი მი­ნის­ტრო­ბის ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ამო­ცა­ნა და საზ­რუ­ნა­ვი იქ­ნე­ბა ის, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა მოკ­ლე ვა­დებ­ში ეს სა­კი­თხი და­რე­გუ­ლი­რე­ბუ­ლი იყოს“, – გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, რე­ფორ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პრო­ცეს­ში და­სავ­ლუ­რი ქვეყ­ნებს გა­მოც­დი­ლე­ბას გა­ი­ზი­ა­რე­ბენ.

„ჩვენ სამ­ხედ­რო სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­სა­ხუ­რი უნდა და­ვა­ორ­გა­ნი­ზოთ იმ ფორ­მით, რო­გორც არის აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი ცი­ვი­ლი­ზე­ბულ სამ­ყა­რო­ში. ჩვენ აქ­ტი­უ­რად გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ და­სავ­ლუ­რი ქვეყ­ნე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბას, ბალ­ტი­ის­პი­რე­თის ქვეყ­ნე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბას. ამ დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ვე­ცა­ნი შვე­ი­ცა­რი­ის გა­მოც­დი­ლე­ბას, რო­მე­ლიც უნი­კა­ლუ­რია. არის კი­დევ სხვა გა­მოც­დი­ლე­ბე­ბი, მა­გა­ლი­თად, ის­რა­ე­ლის, რო­მე­ლიც ჩემ­თვის ერთ-ერთი სა­მა­გა­ლი­თოა. ამი­ტომ მჯე­რა, რომ თქვენ­თან ერ­თად ვი­მუ­შა­ვებთ და აქ­ტი­უ­რად მო­ვა­წეს­რი­გებთ ამ სა­კი­თხებს. ასე რომ, მთა­ვა­რი საზ­რუ­ნა­ვი იქ­ნე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რის რე­ფორ­მის დას­რუ­ლე­ბა“, – გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

დღეს, პარ­ლა­მენ­ტის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ის, იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა, თავ­დაც­ვი­სა და უშიშ­რო­ე­ბის და ასე­ვე, საპ­რო­ცე­დუ­რო სა­კი­თხთა და წე­სე­ბის კო­მი­ტე­ტე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სხდო­მა­ზე ძა­ლო­ვან მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტებს უს­მე­ნენ. კერ­ძოდ, დღეს თა­ვი­ანთ პროგ­რა­მას წა­რად­გე­ნენ: შს მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტი ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რი, იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი და შე­რი­გე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო თა­ნას­წო­რო­ბის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტი ქე­თე­ვან ცი­ხე­ლაშ­ვი­ლი.

ასე­ვე, დღეს­ვე მო­უს­მე­ნენ ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­დატს ნა­თია თურ­ნა­ვას, ფი­ნანსთა მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­დატს ივა­ნე მა­ჭა­ვა­რი­ანს, გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­დატს ლე­ვან და­ვი­თაშ­ვილ­სა და რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­დატს მაია ცქი­ტიშ­ვილს.

მსგავსი მასალები