პოლიტიკა

“თუ აპირებ ახალგაზრდები ისევ მონებად აქციო, “ასავალ-დასავალში” გახვეულს დაგტოვებთ სამინისტროს შესასვლელთან”

“გირ­ჩის” ლი­დე­რი ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძე ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას პა­სუ­ხობს, სა­დაც თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­დატ­მა “ბიბ­ლი­ურ თა­ვი­სუფ­ლე­ბას” სექ­ტა უწო­და.

“ცოტა ხნის წინ პარ­ლა­მენ­ტში თქვი ბიბ­ლი­უ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბა სექ­ტაა, რო­მე­ლიც ძირს უთხრის სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბას და ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბა­სო.

8 წე­ლია გი­ყუ­რებ და შენ­თვის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ეკო­ნო­მი­კის სა­კი­თხე­ბის ახ­სნას რომ აზრი არ აქვს, ვიცი. ამი­ტომ, იმე­დი მაქვს ეს მხო­ლოდ სტან­დარ­ტუ­ლი და უკვე ტრა­დი­ცი­ად ქცე­უ­ლი ბა­ქი­ბუ­ქია, რო­მე­ლიც “ასა­ვალ-და­სა­ვა­ლის” მკი­თხველ ელექ­ტო­რატ­ზეა გათ­ვლი­ლი.

ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, შენ და მე­ო­რე ირაკ­ლიმ, რო­მე­ლიც ასე­ვე ვი­თომ ქვე­ყა­ნა­ზე ზრუ­ნავს, გა­დაა…თ ერ­თმა­ნეთს.

 

მაგ­რამ, თუ მარ­თლა რამე ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმას აპი­რებ რომ ახალ­გაზ­რდე­ბი ისევ მო­ნე­ბად აქ­ციო – “ასა­ვალ-და­სა­ვალ­ში” გახ­ვე­ულს დაგ­ტო­ვებთ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სა­დარ­ბა­ზოს შე­სას­ვლელ­თან”, – წერს ჯა­ფა­რი­ძე “facebook”-ზე.

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა დღეს პარ­ლა­მენ­ტში სა­კუ­თა­რი პროგ­რა­მის წარ­დგე­ნი­სას აღ­ნიშ­ნა, მისი უპირ­ვე­ლე­სი საზ­რუ­ნა­ვი სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რის რე­ფორ­მის დას­რუ­ლე­ბა იქ­ნე­ბა.

“მე არ მო­ვე­რი­დე­ბი და ყო­ველ­გვა­რი პო­ლიტ­კო­რექ­ტუ­ლო­ბის გა­რე­შე მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თუ სექ­ტის საქ­მი­ა­ნო­ბა პირ­და­პირ საფრ­თხეს უქ­მნის ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო­სა და ჯა­რის ძლი­ე­რე­ბას.

მე არ მო­ვე­რი­დე­ბი იმის თქმას, რომ ეს არის პირ­და­პირ ძირ­გა­მომ­თხრე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო­სი. მჯე­რა, რომ ამა­ზე თქვენ­თან ერ­თად ვი­მუ­შა­ვებთ. ჩემი მი­ნის­ტრო­ბის ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ამო­ცა­ნა და საზ­რუ­ნა­ვი იქ­ნე­ბა ის, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა მოკ­ლე ვა­დებ­ში ეს სა­კი­თხი და­რე­გუ­ლი­რე­ბუ­ლი იყოს“, – გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

მსგავსი მასალები